ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ფარცხალაძეს გერმანიაში ნასამართლობის გამო თანამდებობაზე არ დავნიშნავდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის მიმართ არსებულ ასპექტებს; გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ - არა, რადგან ვიცი, ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა – არა, არ გავათავისუფლებდი, იმიტომ რომ, თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არა არის იმ დონის მორალური პრობლემა, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.