პიატიგორსკში აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

პიატიგორსკში აფეთქების შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

პიატიგორსკში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, პიატიგორსკში 50 კგ ტროტილის შემცველი ბომბი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოისპექციის განყოფილების წინ მდგარ მანქანაში იყო დამონტაჟებული.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. დაღუპულები, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, აფეთქებამ ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუზუსტებიათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა