სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აგროსექსები, ჩიორას ცხვირი და როგორ გავაქროთ სააკაშვილი - ანუ "აქ გაუგებარი რა არის?"
აგროსექსები, ჩიორას ცხვირი და როგორ გავაქროთ სააკაშვილი - ანუ "აქ გაუგებარი რა არის?"

არ გე­გო­ნოთ, სტა­ტი­ის სა­თა­ურ­ში რამე შე­მე­შა­ლა. ამ "მარ­გა­ლი­ტებს" მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, თქვენ­თვის სა­გულ­და­გუ­ლოდ ვაგ­რო­ვებ­დი. გა­ი­ცა­ნით ის ერთი მერ­ცხა­ლი, ვის მოფ­რე­ნა­საც გა­ზა­ფხუ­ლის მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია და გა­არ­კვი­ეთ, რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნით და­ფი­ნანსდა აგ­რო­სექ­სე­ბი.

წლე­ვან­დე­ლი წლის და­სა­წყის­ში, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნის სა­კი­თხი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ამ თე­მა­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა დღემ­დე არ­სე­ბობს. "პარ­ლა­მენ­ტი უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ თბი­ლის­ში, რათა ხალ­ხთან უფრო ახ­ლოს ვი­ყოთ", - ასე­თი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ეკა ბე­სე­ლი­ას არ­გუ­მენ­ტი.

ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას, პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ თქვა, რომ შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი მას­თან ხში­რად მი­დი­ან, ხელ­შე­წყო­ბას და და­საქ­მე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ. მისი თქმით, ცი­ხი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით იო­ლად ირ­კვე­ვა, პა­ტი­მარს სას­ჯე­ლი რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად მი­ე­სა­ჯა. მან ერთი მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, როცა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ჩა­დე­ნილ ქურ­დო­ბას - მე­ზობ­ლის­თვის მამ­ლის მო­პარ­ვას, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭა და მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა 5 წლით აღუკ­ვე­თეს. "ამ ახალ­გაზ­რდის­თვის ეს პირ­ვე­ლი პა­ტიმ­რო­ბაა, რა­ტომ შე­ფას­და ეს და­ნა­შა­უ­ლი მძი­მედ, ვერ გა­მი­გია, ქა­თა­მი რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ მეს­მის, კვერ­ცხს მა­ინც დებს, მაგ­რამ - მა­მა­ლი?!"

არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი გა­აკ­რი­ტი­კა. აღ­ნიშ­ნა, რომ უკუ­შე­დე­გე­ბი უკვე სა­ხე­ზეა. "ბე­ბი­ა­ჩე­მი მზია ამ ამ­ნის­ტი­ას ყო­ველ­თვის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. დღეს რომ და­ვურ­ე­კო, ახ­ლაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ეს ამ­ნის­ტია ბე­ბი­ა­ჩემ მზია წე­რეთ­ლის მიერ არ არის მი­ღე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის მი­ე­რაა მი­ღე­ბუ­ლი".

და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ (რო­დე­საც იქ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი პრე­ზი­დენ­ტსა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არ უშ­ვებ­და), პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა რე­ზი­დენ­ცი­ა­ში: "ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. მა­თაც, ვინც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვე­ნებს დას­დევ­და, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მუშ­ტის მოქ­ნე­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მთავ­რდე­ბა იქ, სა­დაც იწყე­ბა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის ცხვი­რი".

"სა­ქარ­თვე­ლოს გზის" ლი­დე­რი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ კე­დელ­ზე გა­მო­ჩე­ნას აპ­რო­ტეს­ტებ­და. "რაღა დარ­ჩა - რვა თვე, არ შე­იძ­ლე­ბა, მისი ნათ­ქვა­მი და აზ­რე­ბი არ გა­ვი­მე­ო­როთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ და გა­ვა­ზი­ა­როთ? და­ვი­ვი­წყოთ მიშა და გაქ­რე­ბა. მისი გახ­სე­ნე­ბით კი ვა­ცო­ცხლებთ და ვაძ­ლი­ე­რებთ. ამო­ვირ­ჩი­ოთ, რა გვინ­და!"

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გა­სუ­ლი წლის "მარ­გა­ლი­ტებ­ში" კას­პის გამ­გე­ბე­ლი, ოლეგ იაძე არ ვახ­სე­ნო? ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას ის მსმე­ნე­ლის ზარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მსმე­ნე­ლი იმ ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე ელა­პა­რა­კა, რომ­ლე­ბიც კას­პში გამ­გებ­ლის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ებს მარ­თავ­დნენ. ია­ძემ უპა­სუ­ხა: "ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, ქა­ლებ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვსო. 60-70% გამ­გე­ო­ბა­ში ქალი მუ­შა­ობს. ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი ქა­ლის ად­გი­ლი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ოლეგ ია­ძის გვერ­დით. ქალი უნდა იყოს წე­სი­ე­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, გან­სწავ­ლუ­ლიც და უნდა იცო­დეს, სად რო­გორ მო­იქ­ცეს".

და მთა­ვა­რი ლე­ი­ბო­რის­ტი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის დროც დად­გა. გა­სულ წელს მის გა­მოს­ვლებ­ში "მარ­გა­ლი­ტი" უხ­ვად იყო:

"ივა­ნიშ­ვილს პრე­მი­ე­რო­ბას ვთა­ვა­ზობ­დი ჩემს მთავ­რო­ბა­ში. მე პრე­ზი­დენ­ტი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აბა, მა­გას ხომ არ და­ვის­ვამ­დი თავ­ზე".

"შე­მო­უ­ლა­წუ­ნე­სა­ვით" რომ დაჰ­ყავს ივა­ნიშ­ვილს", - ასე ამ­ბობ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მთა­ვარ კონ­კუ­რენტზე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ნა­ძა­ლა­დე­ვის ამომ­რჩევ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ური­გებ­და ფლა­ე­რებს წარ­წე­რით - "მო­ვი­ცი­ლოთ მძარ­ცვე­ლე­ბი". მას გვერდს გი­ორ­გი გუ­გა­ვა უმ­შვე­ნებ­და. ფლა­ერ­ში ეწე­რა: "გი­ორ­გი გუ­გა­ვას არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა ცივი შხა­პი და დარ­ტყმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე". "გი­ორ­გი გუ­გა­ვას არ­ჩე­ვა იგი­ვეა, რომ თქვენ აირ­ჩი­ოთ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - ეს ნიშ­ნავს თქვე­ნი გუ­ლის­ცე­მის გაჟ­ღე­რე­ბას პარ­ლა­მენ­ტში". "შეგ­ვიძ­ლია, ივა­ნიშ­ვი­ლი ვა­ი­ძუ­ლოთ, გა­ი­ღოს მი­ლი­არ­დე­ბი­დან ის, რაც თქვე­ნი წი­ლია". "გი­ორ­გი გუ­გა­ვას პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ვა ის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ერთი მერ­ცხლის ჭი­კ­ჭი­კი გა­ზა­ფხულს მო­იყ­ვანს".

"ვი­ცით გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ არ ვი­ცით, რამ­დე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გუ­გა­ვამ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში სტუმ­რო­ბი­სას.

ნა­თე­ლაშ­ვი­ლის რის­ხვას ვერც და­ვით აქუ­ბარ­დია გა­და­ურ­ჩა: "კავ­კა­სი­ა­ზე" ზის 24 სა­ა­თი ბუ­და­სა­ვით აქუ­ბარ­დია და ქე­ბა­თა ქე­ბას უძღვნის მა­ღალს, ღირ­სე­ულს, ყვე­ლა დი­დე­ბით შემ­კულ თა­ვის დამ­ფი­ნან­სე­ბელ ივა­ნიშ­ვილს. მოვ­ლე­ნილ ღმერ­თს. პინგვინ პირ­ვე­ლის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას".

ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის რღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი პარ­ტი­ის ყო­ფილ­მა სა­ხემ, სოსო შატ­ბე­რაშ­ვილ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "ბა­ტო­ნი ნა­თე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პარ­ტია არ დაშ­ლი­ლა. - მე ვიყო და ბუზი ბაღ­და­თი­დან მო­ვაო. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ პო­ლიტ­კო­მი­ტეტ­ში იქ­ნე­ბი­ან, რო­გორც ჩანს, მას ბუ­ზე­ბად მი­აჩ­ნია, სა­კუ­თა­რი თავი კი - თაფ­ლად".

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ კი პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გა­ნა­ცხა­და: "ინ­ვეს­ტო­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ აქვთ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა, რად­გან მათ­თვის უც­ნო­ბია, რე­ა­ლუ­რად საით მი­დის ქვე­ყა­ნა. რე­გი­ო­ნებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ აღარ აქვთ ფული, რამე იყი­დონ. მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ი­ზარ­და ნი­სი­ად წო­დე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვი­სას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა თქვა: "68 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გაგ­რძელ­დე­ბა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­რო­სექ­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა".

და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მაია ფან­ჯი­კი­ძის ფრა­ზა დიც­სა და დვან­ში არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ: "ეს ნიშ­ნავს ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის გაგ­რძე­ლე­ბას. ეს ბა­რი­ე­რე­ბი დღეს არის 35 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის. თუ გაგ­რძელ­და (მე იმე­დი მაქვს, რომ არ გაგ­რძელ­დე­ბა), მა­შინ შე­იძ­ლე­ბა უფრო გრძე­ლი მი­ვი­ღოთ. რა არის აქ გა­უ­გე­ბა­რი?"

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აგროსექსები, ჩიორას ცხვირი და როგორ გავაქროთ სააკაშვილი - ანუ "აქ გაუგებარი რა არის?"

აგროსექსები, ჩიორას ცხვირი და როგორ გავაქროთ სააკაშვილი - ანუ "აქ გაუგებარი რა არის?"

არ გეგონოთ, სტატიის სათაურში რამე შემეშალა. ამ "მარგალიტებს" მთელი წლის მანძილზე, თქვენთვის საგულდაგულოდ ვაგროვებდი. გაიცანით ის ერთი მერცხალი, ვის მოფრენასაც გაზაფხულის მოყვანა შეუძლია და გაარკვიეთ, რამდენი მილიონით დაფინანსდა აგროსექსები.

წლევანდელი წლის დასაწყისში, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი აქტიურად განიხილებოდა. ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. "პარლამენტი უნდა გადავიტანოთ თბილისში, რათა ხალხთან უფრო ახლოს ვიყოთ", - ასეთი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას არგუმენტი.

ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრობისას, პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ელენე თევდორაძემ თქვა, რომ შეწყალებული პატიმრები მასთან ხშირად მიდიან, ხელშეწყობას და დასაქმებაში დახმარებას სთხოვენ. მისი თქმით, ციხიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით იოლად ირკვევა, პატიმარს სასჯელი რამდენად სამართლიანად მიესაჯა. მან ერთი მაგალითი მოიყვანა, როცა ახალგაზრდა მამაკაცის ჩადენილ ქურდობას - მეზობლისთვის მამლის მოპარვას, მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა და მას თავისუფლება 5 წლით აღუკვეთეს. "ამ ახალგაზრდისთვის ეს პირველი პატიმრობაა, რატომ შეფასდა ეს დანაშაული მძიმედ, ვერ გამიგია, ქათამი რომ ყოფილიყო, კიდევ მესმის, კვერცხს მაინც დებს, მაგრამ - მამალი?!"

არჩევნების ჩატარების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის კანონი გააკრიტიკა. აღნიშნა, რომ უკუშედეგები უკვე სახეზეა. "ბებიაჩემი მზია ამ ამნისტიას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. დღეს რომ დავურეკო, ახლაც ეწინააღმდეგება. ეს ამნისტია ბებიაჩემ მზია წერეთლის მიერ არ არის მიღებული, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერაა მიღებული".

დასამახსოვრებელი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ (როდესაც იქ შეკრებილი ხალხი პრეზიდენტსა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ბიბლიოთეკაში არ უშვებდა), პრეზიდენტის გამოსვლა რეზიდენციაში: "ყველა ადამიანს აქვს არსებობის უფლება. მათაც, ვინც ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენებს დასდევდა, მაგრამ ყველა ადამიანის მუშტის მოქნევის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი".

"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებისა და ვიდეოების "ფეისბუკის" საკუთარ კედელზე გამოჩენას აპროტესტებდა. "რაღა დარჩა - რვა თვე, არ შეიძლება, მისი ნათქვამი და აზრები არ გავიმეოროთ, გავაანალიზოთ და გავაზიაროთ? დავივიწყოთ მიშა და გაქრება. მისი გახსენებით კი ვაცოცხლებთ და ვაძლიერებთ. ამოვირჩიოთ, რა გვინდა!"

როგორ შეიძლება, გასული წლის "მარგალიტებში" კასპის გამგებელი, ოლეგ იაძე არ ვახსენო? ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას ის მსმენელის ზარს გამოეხმაურა. მსმენელი იმ ქალბატონებზე ელაპარაკა, რომლებიც კასპში გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ. იაძემ უპასუხა: "ჩემზე ამბობენ, ქალებთან პრობლემები აქვსო. 60-70% გამგეობაში ქალი მუშაობს. ყველა ღირსეული ქალის ადგილი ყოველთვის იქნება ოლეგ იაძის გვერდით. ქალი უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი, განსწავლულიც და უნდა იცოდეს, სად როგორ მოიქცეს".

და მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილის დროც დადგა. გასულ წელს მის გამოსვლებში "მარგალიტი" უხვად იყო:

"ივანიშვილს პრემიერობას ვთა­ვაზობდი ჩემს მთავრობაში. მე პრე­ზიდენტი უნდა ვყოფილიყავი, აბა, მაგას ხომ არ დავისვამდი თავზე".

"შემოულაწუნესავით" რომ დაჰყავს ივანიშვილს", - ასე ამბობდა წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ კონკურენტზე, გიორგი მარგველაშვილზე.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნათელაშვილი ნაძალადევის ამომრჩევლებს საკუთარი ხელით ურიგებდა ფლაერებს წარწერით - "მოვიცილოთ მძარცველები". მას გვერდს გიორგი გუგავა უმშვენებდა. ფლაერში ეწერა: "გიორგი გუგავას არჩევა იქნება ცივი შხაპი და დარტყმა ხელისუფლებაზე". "გიორგი გუგავას არჩევა იგივეა, რომ თქვენ აირჩიოთ შალვა ნათელაშვილი - ეს ნიშნავს თქვენი გულისცემის გაჟღერებას პარლამენტში". "შეგვიძლია, ივანიშვილი ვაიძულოთ, გაიღოს მილიარდებიდან ის, რაც თქვენი წილია". "გიორგი გუგავას პარლამენტში არჩევა ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს მოიყვანს".

"ვიცით გადამფრენი ფრინველების რაოდენობა, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში", - განაცხადა გიორგი გუგავამ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას.

ნათელაშვილის რისხვას ვერც დავით აქუბარდია გადაურჩა: "კავკასიაზე" ზის 24 საათი ბუდასავით აქუბარდია და ქებათა ქებას უძღვნის მაღალს, ღირსეულს, ყველა დიდებით შემკულ თავის დამფინანსებელ ივანიშვილს. მოვლენილ ღმერთს. პინგვინ პირველის უდიდებულესობას".

ლეიბორისტული პარტიის რღვევასთან დაკავშირებით კი პარტიის ყოფილმა სახემ, სოსო შატბერაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: "ბატონი ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარტია არ დაშლილა. - მე ვიყო და ბუზი ბაღდათიდან მოვაო. ის ადამიანები, რომლებიც მომავალ პოლიტკომიტეტში იქნებიან, როგორც ჩანს, მას ბუზებად მიაჩნია, საკუთარი თავი კი - თაფლად".

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთელი სერიოზულობით განაცხადა: "ინვესტორებს საქართველოს მიმართ აქვთ არასტაბილურობის განცდა, რადგან მათთვის უცნობია, რეალურად საით მიდის ქვეყანა. რეგიონებში მოქალაქეები საუბრობენ, რომ აღარ აქვთ ფული, რამე იყიდონ. მაღაზიებში გაიზარდა ნისიად წოდებული საქონლის რაოდენობა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2014 წლის ბიუჯეტის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თქვა: "68 მილიონი ლარით გაგრძელდება შეღავათიანი აგროსექსების დაფინანსება".

დასამახსოვრებელი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ფრაზა დიცსა და დვანში არსებული ბარიერების შესახებ: "ეს ნიშნავს ბარიერების აღმართვის გაგრძელებას. ეს ბარიერები დღეს არის 35 კილომეტრი სიგრძის. თუ გაგრძელდა (მე იმედი მაქვს, რომ არ გაგრძელდება), მაშინ შეიძლება უფრო გრძელი მივიღოთ. რა არის აქ გაუგებარი?"

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია