დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთაველის გამზირზე დღეს საღამოს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებას წინ უძღოდა თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის შემოსვლა. თოვლის ბაბუამ პატარებს ახალი წელი მიულოცა და განუცხადა, რომ ხვალიდან იგი დაბინავდება მთაწმინდის პარკში და მასთან მისულ პატარებს ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდება.

ნაძვის ხის ანთებამდე პატარების გუნება-განწყობაზე სხვადასხვა მულტლფილმისა და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ნაძვის ხის საზეიმო ანთებას უფლებამოსილებაშეჩერებული ქალაქის მერი გიგი უგულავა ოჯახთან ერთად ესწრებოდა. მან პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ნაძვის ხის ანთების შემდეგ პარლამენტის შენობის ეზოდან სანტა კლაუსები გამოვიდნენ და პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ამის შემდეგ ისინი სადღესასწაულოდ მორთულ ავტობუსებში ჩასხდნენ და რესპუბლიკის მოედნისკენ წავიდნენ, საიდანაც მთელ ქალაქს შემოივლიან.

ხვალიდან ორი დღის განმავლობაში ამ სანახაობას რეგიონში მცხოვრები პატარებიც ნახავენ. საქართველოს 64 რეგიონს 700-მდე სანტა კლაუსი ეწვევა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია