რამდენ ხანს გასტანს ივანიშვილის დუმილი და რა ნაბიჯებს გადადგამს ექსპრემიერი

რამდენ ხანს გასტანს ივანიშვილის დუმილი და რა ნაბიჯებს გადადგამს ექსპრემიერი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კას და­ემ­შვი­დო­ბა და ამომ­რჩე­ველს დაჰ­პირ­და, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­და­სუ­ლი, ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში კი­დევ ოცი წე­ლი დარ­ჩე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით მან პა­უ­ზა აი­ღო. რამ­დენ ხანს გას­ტანს დუ­მი­ლი და რა ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­დად­გას ივა­ნიშ­ვილ­მა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არა პო­ლი­ტი­კო­სის, არა­მედ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით? - ამ სა­კითხ­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე: - თვ­ა­ლ­ნათ­ლივ არ ჩანს, თო­რემ ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის ყო­ფილ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი­ა, რა­საც, სა­­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­დას­ვლის გარ­და, ჰპირ­დე­ბო­და კი­დეც სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თქვა, რომ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მი­მართ ყუ­რადღ­ე­ბით იქ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბა მო­ითხ­ო­ვა, ამას ცხად­ყოფს ისიც, რომ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ის ჩნდე­ბა კი­დეც ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან, მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სექ­ტორს, მი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა აქ­ვს გან­ზრა­ხუ­ლი, ასე­თი ჯგუ­ფის და­კომ­პლექ­ტე­ბას კი საკ­მაო დრო, ვფიქ­რობ, 5-6 თვე მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა. ჯგუფ­ში შევ­ლენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხ­ო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რად­გან გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რი­სა­საც კი უცხ­ო­ე­ლებ­თან გავ­რბი­ვართ ხოლ­მე. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ბა­ზის შექ­მნა მარ­თლაც სა­ჭი­რო­ა, რად­გან რე­ა­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კის თუ ეკო­ნო­მი­კის არც ერთ სფე­რო­ში არ გვაქვს გან­ვი­თა­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. ვი­ცით, რომ გვინ­და ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა და უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბი არ ჩანს. სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ხომ არ­ქი­ტექ­ტორს ჯერ პრო­ექტს ვუკ­ვეთთ და მე­რე ვიწყ­ებთ ფუ­ლის მო­ძი­ე­ბას - თუ ქვეყ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რა არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, ილუ­ზო­რულ პრო­ექ­ტებ­ში ფუ­ლის ყრის ფუ­ფუ­ნე­ბა არც სა­ხელ­მწი­ფოს აქვს და არც ცალ­კე­ულ ადა­მი­ანს, რა­ო­დენ მდი­და­რიც არ უნ­და იყოს. ამას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე, რაც მო­მა­ვალ წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი თით­ქოს დაჩ­ქარ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბამ ფე­რი იც­ვა­ლა, გა­ნახ­ლდა, თუმ­ცა იდ­გმე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც, რაც კად­რე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის შე­­დე­გი­ა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა