"ბოდიში, თქვენი მეუღლე შეცდომით დაიხვრიტა" - დისკუსია ქუთაისში

"ბოდიში, თქვენი მეუღლე შეცდომით დაიხვრიტა" - დისკუსია ქუთაისში

ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით, საჯარო დისკუსია - საბჭოთა ტერორის მსხვერპლნი: აღიარებიდან სრულ რეაბილიტაციამდე გაიმართა. დისკუსიას უძღვებოდნენ ანა ნაცვლიშვილი ("საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია") და ირაკლი ხვადაგიანი ("საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია").

შეხვედრა ფილმით გაიხსნა, სადაც საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შთამომავლები საუბრობენ მასობრივი საბჭოთა ტერორის ეპოქაზე, მათი მშობლების დაპატიმრებაზე, რეაბილიტაციის ყველა იმ ეტაპზე, რაც ტერორის მსხვერპლმა ადამიანებმა და მათმა შთამომავლებმა გაიარეს - ცინიკური მობოდიშებიდან ("ბოდიში თქვენი მეუღლე შცდომით დაიხვრიტა"), 400 ლარიან კომპენსაციამდე.  სიცოცხლის უფლების შელახვა როგორ უნდა დაითვალოს, როგორ "გაიზომოს" მატერიალურად არის ურთულესი საკითხი, მთავარია საუბარი დაიწყოს ამაზე  - ითქვა დისკუსიაზე.

დისკუსიისას ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, რომ მთავარ კითხვად რჩება - რამდენად არის საზოგადოება მზად იკისროს პასუხისმგებლობა ტერორის მსხვერპლ კონკრეტულ ადამიანებზე. თუმცა შეხვედრაზე იმასაც გაესვა ხაზი, რომ საზოგადოებამ გარკეული პასუხისმგებლობა იკისრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში და ინსტიტუციას, როგორც საბჭოთა ტერორის მსხვერპლს, უხდის კომპენსაციას. 

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა