სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სომხეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ?
სომხეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ?

ფაქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. იცის თუ არა ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან მის მო­ქა­ლა­ქე­ებს? რას აკე­თებს სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი? რა გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოყ­ვა ბიზ­ნეს­მე­ნი მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძე და რა სი­სას­ტი­კე მი­ი­ღო მან ამ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან? რა მი­ზე­ზით არ ეთ­მო­ბა ერე­ვანს ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბი?

"ალი­ას" მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძის მე­უღ­ლე, მეგი ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- მეგი, თქვე­ნი მე­უღ­ლე სომ­ხე­თის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას და­ა­კა­ვეს, რო­გორც ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი და ერთი თვეა, ცი­ხე­ში ჰყავთ. რო­გორც მი­თხა­რით, იმ დო­კუ­მენ­ტე­ბით, რაც თქვენ გაქვთ, არც ინ­ტერ­პო­ლის თბი­ლი­სის ბი­უ­რო და არც გერ­მა­ნია, სა­დაც ის საქ­მი­ა­ნობ­და, მას არ ეძებს. რა­ტომ მოხ­ვდა ასეთ გა­უ­გებ­რო­ბა­ში?

- მა­მუ­კა მე­გო­ბარს გაჰ­ყვა ერე­ვან­ში, გა­დაკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, და­ა­კა­ვეს, და­ა­დეს ბორ­კი­ლე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს ნო­ემ­ბე­რი­ა­ნის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის იზო­ლა­ტორ­ში. 3 დღე­ში ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო, ისე, რომ ად­ვო­კა­ტიც არ ჰყო­ლია, სა­ხა­ზი­ნოც კი. მი­უ­სა­ჯეს 15 წელი. მა­ნა­ძო­რის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ამის შემ­დეგ, იმ პი­რო­ბით, რომ გერ­მა­ნია წა­იყ­ვან­და.

- გერ­მა­ნია რა­ტომ ითხოვ­და?

- არ ითხოვ­და... გერ­მა­ნი­ა­ში ად­ვო­კა­ტი გვყავს აყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­მაც გა­არ­კვია, რომ არა­ნა­ი­რი ინ­ტერ­პო­ლი არ ეძებს, არა­ნა­ი­რი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა არ აქვს ჩა­დე­ნი­ლი, ამი­ტომ ერე­ვანს საქ­მის გარ­კვე­ვამ­დე ჰყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი იზო­ლა­ტორ­ში. ჩვენ ვნა­ხეთ გა­ნა­ჩე­ნი, სა­დაც წე­რია, თით­ქოს გერ­მა­ნი­ი­დან არის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მო­თხოვ­ნა მა­მუ­კას და­პა­ტიმ­რე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე. ამ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ვუ­კავ­შირ­დით და უარ­ყო­ფენ, არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა არ გვქო­ნი­აო. ეს დო­კუ­მენ­ტი გვაქვს თა­ვი­სი გერ­ბით და პრო­კუ­რო­რის ხელ­მო­წე­რით.

- რით ადას­ტუ­რებს სომ­ხუ­რი მხა­რე, რომ ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი და­ა­კა­ვა, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­როს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია მისი ძებ­ნა?

- ამის არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ გვაქვს, ყვე­ლა­ფერ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ზე­პი­რად, სი­ტყვი­ე­რად, დო­კუ­მენ­ტად ჩვე­ნი სა­უბ­რის გა­ფორ­მე­ბა­ზეც უარს ამ­ბობს სომ­ხუ­რი მხა­რე.

- სომ­ხეთ­ში აყ­ვა­ნი­ლი ად­ვო­კა­ტი რას გე­უბ­ნე­ბათ?

- სა­ინ­ტე­რე­სო რამ მოხ­და ამ ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნამ­დე. წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა რომ და­უმ­თავ­რდა მა­მუ­კას, სამ­ხი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და, პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­მო­ეშ­ვა. ჩა­ვე­დით ოჯა­ხი წა­მო­საყ­ვა­ნად, 3 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით ერე­ვან­ში, სა­ნამ სა­ბუ­თე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­დე­ბო­და და ამ ლო­დინ­ში უცებ მო­ვიდ­ნენ, ახა­ლი მო­თხოვ­ნა გა­მო­იგ­ზავ­ნა და უკან უნდა შე­ვაბ­რუ­ნოთ ცი­ხე­შიო. აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი წა­მე­ბა. ავიყ­ვა­ნეთ ად­ვო­კა­ტი, ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო იჯე­ვან­ში და ისევ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. რის სა­ფუძ­ველ­ზე გაგ­რძელ­და ეს ვადა, ამ წუ­თამ­დე არ ვი­ცით. რა სა­ბუ­თიც არ უნდა მო­ვი­თხო­ვოთ, არ იძ­ლე­ვი­ან, ნე­ბის­მი­ერ პა­ტი­მარს აქვს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მა­მუ­კას არ აძ­ლე­ვენ. სტრე­სის ნი­ა­დაგ­ზე გა­ნუ­ვი­თარ­და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მძი­მე ფორ­მა. იმ­დე­ნად მძი­მე, რომ ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, ჭკუა არ მო­ე­კი­თხე­ბა, გა­ნიც­დის მე­ტის­მე­ტად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას, აქვს ენის ბა­რი­ე­რი და რას ეუბ­ნე­ბი­ან, არ ეს­მის. მი­თხრა, წყალს რომ ვსვამ, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი შარ­დი მაქ­ვსო, ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჭამს, უკან აღე­ბი­ნებს, ფე­ხე­ბი ეწ­ვის. მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ იქ მას სცე­მენ ან ისეთ პრე­პა­რა­ტებს აძ­ლე­ვენ, რომ ითი­შე­ბა. სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის შემ­დეგ თავს უც­ნა­უ­რად გრძნობს, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი აწუ­ხებს. ამას მი­აღ­წი­ეს ერთ თვე­ში. ჩვენ ვი­თხოვ­დით სა­ქარ­თვე­ლო­დან ექი­მის ჩაყ­ვა­ნას, არც ჩვენ ჩაგ­ვაყ­ვა­ნი­ნეს, არც თა­ვად მი­იყ­ვა­ნეს, როცა ნა­ხეს, რო­გო­რი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. ვი­თხოვ­დით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის გამო, მაგ­რამ ამის მა­გივ­რად, სხვა ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შე­ვუყ­ვა­ნეთ ქარ­თუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე ექი­მი, რომ­ლის დას­კვნაც სა­გან­გა­შოა. იქა­ურ ექიმს რომ ვუ­თხა­რით ამის შე­სა­ხებ, იცით, რა გვი­თხრა? კა­ცია და უნდა გა­უძ­ლოს, აბა, რო­გორ გინ­და­თო. არა­და წა­მე­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია.

- კი მაგ­რამ, უცხო­ე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი არ არი­ან სომ­ხეთ­ში, არ შე­დი­ან მო­ნი­ტო­რინგზე?

- რას ამ­ბობთ, სომ­ხეთ­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც აქ იყო "გაი"-ს დროს. თუ თან­ხას გა­და­იხ­დი, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში. რომ დავ­რე­კავ, ვი­ჩხუ­ბებ ექიმ­თან, ვინ­მე ნა­ნა­ი­ან­თან, მხო­ლოდ მა­შინ შე­დის და ამოწ­მებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- მა­ინც ვერ გა­ვი­გე, თუ ამ­ბობთ, რომ უდა­ნა­შა­უ­ლოა რა­ტომ ჰყავთ ცი­ხე­ში, რა­ღაც მი­ზე­ზი ხომ უნდა არ­სე­ბობ­დეს?

- ერე­ვან­ში პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხრეს, რომ ერე­ვან­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლია მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რაც მეტი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ეყო­ლე­ბათ ცი­ხე­ში, მით მეტ გრანტს მი­ი­ღე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ერევ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მათ ცი­ხე­ში იქ­ნე­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლი. რის გამო ზის ჩემი ქმა­რი ცი­ხე­ში, ის მა­ინც მი­თხრან, როცა საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ დევს. 8-ტო­მი­ა­ნი საქ­მეა სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ის გა­ტე­ხის შე­სა­ხებ, სა­დაც ვინ­მე ნო­ზა­ძე და კა­კა­ბა­ძე ფი­გუ­რი­რე­ბენ, ერთხე­ლაც კი არ არის ნახ­სე­ნე­ბი მერ­კვი­ლა­ძე რა­ი­მე ფორ­მით. ერე­ვან­ში მი­თხრეს, თქვე­ნი ქმა­რი 10 ივ­ლი­სი­დან არის ინ­ტერ­პო­ლის ძებ­ნა­ზეო. თუ ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და, რო­გორ გა­დავკვე­თეთ ოჯახ­მა თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი, რა­ტომ იქ არ და­ა­კა­ვეს? გერ­მა­ნი­ა­ში ადა­მი­ა­ნი მი­დი­ო­და, მო­დი­ო­და, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­და. მე­ტიც, 2 თვის წინ საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი სეს­ხი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი ბან­კი­დან ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ახლა ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ინ­ტერ­პო­ლით არის ძებ­ნი­ლი? ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გე­უბ­ნე­ბით, მაქვს ასა­ხუ­ლი დო­კუ­მენ­ტებ­ში. ბოლო სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც ერე­ვან­ში ვნა­ხეთ, არის გერ­მა­ნი­ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სთხოვს ერე­ვანს, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეთ, მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძე რამ­დენ ხანს გე­ყო­ლე­ბათ ცი­ხე­შიო? თუ აქ გა­რი­გე­ბას არ აქვს ად­გი­ლი, რას ნიშ­ნავს ეს დო­კუ­მენ­ტი?

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­ა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში?

- დიახ, ყვე­ლა უწყე­ბას მივ­მარ­თეთ, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და­წყე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვცა პა­სუ­ხი, რომ გან­ცხა­დე­ბას აწე­რია "სას­წრა­ფოდ" და გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­კონ­სუ­ლოს. სა­კონ­სუ­ლო­დან კი პას­ხუი არ გვაქვს.

"ალია" ეცა­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­თან, ზვი­ად ტა­ტიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბას. ორი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან ერთი გა­მორ­თუ­ლი აქვს, ხოლო მე­ო­რეს, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ უპა­სუ­ხა.

ამის შემ­დეგ "ალია" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს მარი ნარ­ჩე­მაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვე­ო­და და ჩვენს კი­თხვებს უპა­სუ­ხებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გვი­თხრა:

- ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ ერე­ვანს და რო­გორც გვი­თხრეს, გერ­მა­ნი­ის მხა­რის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბობს საბ­რალ­დე­ბო საქ­მე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მერ­კვი­ლა­ძეს ჩა­დე­ნი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. სომ­ხე­თი არა­ფერ შუ­ა­ში არაა, ის მხო­ლოდ შემ­სრუ­ლე­ბე­ლია.

- მერ­კვი­ლა­ძე ცი­ხე­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, იცით ამის შე­სა­ხებ?

- ვი­ცით, კონ­სუ­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უკავ­შირ­დე­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და კი­თხუ­ლობს მის ამ­ბავს, მას მარ­თლაც ჰქონ­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ეწე­ვა. თუ რამე გა­უ­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის­თვის მზად ვართ.

- ექ­სტრა­და­ცი­ის სა­კი­თხი რო­გორ იქ­ნე­ბა?

- გერ­მა­ნია ითხოვს მერ­კვი­ლა­ძის და­კა­ვე­ბას. არ ვიცი, აქვს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა, მო­ი­თხო­ვოს ექ­სტრა­და­ცია.

სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად "ალია" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ეკა ბე­სე­ლი­ა­საც და­უ­კავ­შირ­და:

- გან­ცხა­დე­ბა, მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ორი დღის წინ შე­მო­ვი­და მისი ად­ვო­კა­ტის ლანა გვარ­ლი­ა­ნის მიერ. და­ვი­წყეთ შეს­წავ­ლა უკვე. გან­ცხა­დე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი, რო­გორც და­ა­კა­ვეს მა­მუ­კა მერ­კვი­ლა­ძე. ბევ­რი დე­ტა­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი.

- პარ­ლა­მენ­ტი­დან რის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა?

- თქვენ­თან სა­უბ­რის მერე კი­დევ უფრო მი­ვაქ­ცევ ამ საქ­მეს ყუ­რა­დღე­ბას, შე­ვის­წავ­ლი მის ყვე­ლა დე­ტალს. და­ვი­წყებთ მომ­ზა­დე­ბას, და­ვა­ყე­ნოთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს. ჩვენ მო­ვამ­ზა­დებთ შუ­ადმგომ­ლო­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ას. რა­ხან მო­მარ­თვა არ­სე­ბობს, უკვე და­ვი­წყებთ შეს­წავ­ლას. ვი­ცით მერ­კვი­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სომხეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ?

სომხეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ?

ფაქტი, რომელიც საქართველოში ჯერ არ გახმაურებულა. იცის თუ არა ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორ ექცევიან მის მოქალაქეებს? რას აკეთებს სომხეთში საქართველოს კონსული? რა გაუგებრობაში მოყვა ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე და რა სისასტიკე მიიღო მან ამ ქვეყნის წარმომადგენლებისგან? რა მიზეზით არ ეთმობა ერევანს ქართველი პატიმრები?

"ალიას" მამუკა მერკვილაძის მეუღლე, მეგი ქართლელიშვილი ესაუბრა:

- მეგი, თქვენი მეუღლე სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, როგორც ინტერპოლის მიერ ძებნილი და ერთი თვეა, ციხეში ჰყავთ. როგორც მითხარით, იმ დოკუმენტებით, რაც თქვენ გაქვთ, არც ინტერპოლის თბილისის ბიურო და არც გერმანია, სადაც ის საქმიანობდა, მას არ ეძებს. რატომ მოხვდა ასეთ გაუგებრობაში?

- მამუკა მეგობარს გაჰყვა ერევანში, გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, დააკავეს, დაადეს ბორკილები და წაიყვანეს ნოემბერიანის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. 3 დღეში ჩატარდა სასამართლო, ისე, რომ ადვოკატიც არ ჰყოლია, სახაზინოც კი. მიუსაჯეს 15 წელი. მანაძორის ციხეში გადაიყვანეს ამის შემდეგ, იმ პირობით, რომ გერმანია წაიყვანდა.

- გერმანია რატომ ითხოვდა?

- არ ითხოვდა... გერმანიაში ადვოკატი გვყავს აყვანილი, რომელმაც გაარკვია, რომ არანაირი ინტერპოლი არ ეძებს, არანაირი კანონდარღვევა არ აქვს ჩადენილი, ამიტომ ერევანს საქმის გარკვევამდე ჰყავდა დატოვებული იზოლატორში. ჩვენ ვნახეთ განაჩენი, სადაც წერია, თითქოს გერმანიიდან არის გამოგზავნილი მოთხოვნა მამუკას დაპატიმრების მოთხოვნაზე. ამ ქალაქის პროკურატურას დავუკავშირდით და უარყოფენ, არანაირი მოთხოვნა არ გვქონიაო. ეს დოკუმენტი გვაქვს თავისი გერბით და პროკურორის ხელმოწერით.

- რით ადასტურებს სომხური მხარე, რომ ინტერპოლით ძებნილი დააკავა, როცა საქართველოს ბიუროს არ დაუდასტურებია მისი ძებნა?

- ამის არანაირი საბუთი არ გვაქვს, ყველაფერზე გვესაუბრებიან ზეპირად, სიტყვიერად, დოკუმენტად ჩვენი საუბრის გაფორმებაზეც უარს ამბობს სომხური მხარე.

- სომხეთში აყვანილი ადვოკატი რას გეუბნებათ?

- საინტერესო რამ მოხდა ამ ადვოკატის აყვანამდე. წინასწარი პატიმრობა რომ დაუმთავრდა მამუკას, სამხილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. ციხის ადმინისტრაციას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, პატიმარი ციხეში გაეჩერებინა და იძულებული გახდა, გამოეშვა. ჩავედით ოჯახი წამოსაყვანად, 3 საათი ერთად ვიყავით ერევანში, სანამ საბუთები ოფიციალურად გაფორმდებოდა და ამ ლოდინში უცებ მოვიდნენ, ახალი მოთხოვნა გამოიგზავნა და უკან უნდა შევაბრუნოთ ციხეშიო. აქედან დაიწყო ჩვენი წამება. ავიყვანეთ ადვოკატი, ჩატარდა სასამართლო იჯევანში და ისევ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რის საფუძველზე გაგრძელდა ეს ვადა, ამ წუთამდე არ ვიცით. რა საბუთიც არ უნდა მოვითხოვოთ, არ იძლევიან, ნებისმიერ პატიმარს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და მამუკას არ აძლევენ. სტრესის ნიადაგზე განუვითარდა ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფორმა. იმდენად მძიმე, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მიიყენა თვითდაზიანება, ჭკუა არ მოეკითხება, განიცდის მეტისმეტად მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აქვს ენის ბარიერი და რას ეუბნებიან, არ ესმის. მითხრა, წყალს რომ ვსვამ, ძალიან უცნაური შარდი მაქვსო, ყველაფერს, რასაც ჭამს, უკან აღებინებს, ფეხები ეწვის. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ იქ მას სცემენ ან ისეთ პრეპარატებს აძლევენ, რომ ითიშება. სიგარეტის მოწევის შემდეგ თავს უცნაურად გრძნობს, ჰალუცინაციები აწუხებს. ამას მიაღწიეს ერთ თვეში. ჩვენ ვითხოვდით საქართველოდან ექიმის ჩაყვანას, არც ჩვენ ჩაგვაყვანინეს, არც თავად მიიყვანეს, როცა ნახეს, როგორი არაადეკვატური იყო. ვითხოვდით საავადმყოფოში გადაყვანას თვითდაზიანების მიყენების გამო, მაგრამ ამის მაგივრად, სხვა ციხეში გადაიყვანეს. შევუყვანეთ ქართულად მოლაპარაკე ექიმი, რომლის დასკვნაც საგანგაშოა. იქაურ ექიმს რომ ვუთხარით ამის შესახებ, იცით, რა გვითხრა? კაცია და უნდა გაუძლოს, აბა, როგორ გინდათო. არადა წამების კლასიკური მაგალითია.

- კი მაგრამ, უცხოელი უფლებადამცველები არ არიან სომხეთში, არ შედიან მონიტორინგზე?

- რას ამბობთ, სომხეთში ისეთი ვითარებაა, როგორც აქ იყო "გაი"-ს დროს. თუ თანხას გადაიხდი, ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყანაში. რომ დავრეკავ, ვიჩხუბებ ექიმთან, ვინმე ნანაიანთან, მხოლოდ მაშინ შედის და ამოწმებს მის მდგომარეობას.

- მაინც ვერ გავიგე, თუ ამბობთ, რომ უდანაშაულოა რატომ ჰყავთ ციხეში, რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?

- ერევანში პირად საუბარში მითხრეს, რომ ერევანსა და გერმანიას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმადაც რაც მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ეყოლებათ ციხეში, მით მეტ გრანტს მიიღებენ. შესაბამისად, ერევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მათ ციხეში იქნება მოთავსებული. რის გამო ზის ჩემი ქმარი ციხეში, ის მაინც მითხრან, როცა საქმეში მტკიცებულებები არ დევს. 8-ტომიანი საქმეა საიუველირო მაღაზიის გატეხის შესახებ, სადაც ვინმე ნოზაძე და კაკაბაძე ფიგურირებენ, ერთხელაც კი არ არის ნახსენები მერკვილაძე რაიმე ფორმით. ერევანში მითხრეს, თქვენი ქმარი 10 ივლისიდან არის ინტერპოლის ძებნაზეო. თუ ინტერპოლი ეძებდა, როგორ გადავკვეთეთ ოჯახმა თურქეთის საზღვარი, რატომ იქ არ დააკავეს? გერმანიაში ადამიანი მიდიოდა, მოდიოდა, ძვირადღირებული მანქანები ჩამოჰყავდა. მეტიც, 2 თვის წინ საკმაოდ სოლიდური სესხი აქვს გამოტანილი ბანკიდან ადამიანს, რომელსაც ახლა ეუბნებიან, რომ ინტერპოლით არის ძებნილი? ყველაფერი, რასაც გეუბნებით, მაქვს ასახული დოკუმენტებში. ბოლო საბუთი, რომელიც ერევანში ვნახეთ, არის გერმანიის დოკუმენტი, რომელიც სთხოვს ერევანს, შეგვატყობინეთ, მამუკა მერკვილაძე რამდენ ხანს გეყოლებათ ციხეშიო? თუ აქ გარიგებას არ აქვს ადგილი, რას ნიშნავს ეს დოკუმენტი?

- საქართველოს ხელისუფლება ჩააყენეთ საქმის კურსში?

- დიახ, ყველა უწყებას მივმართეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, პარლამენტით დამთავრებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვცა პასუხი, რომ განცხადებას აწერია "სასწრაფოდ" და გადაეგზავნა საკონსულოს. საკონსულოდან კი პასხუი არ გვაქვს.

"ალია" ეცადა საქართველოს კონსულთან, ზვიად ტატიშვილთან დაკავშირებას. ორი ტელეფონის ნომრიდან ერთი გამორთული აქვს, ხოლო მეორეს, შეტყობინების მიუხედავად, არ უპასუხა.

ამის შემდეგ "ალია" საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარი ნარჩემაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და ჩვენს კითხვებს უპასუხებდა. მოგვიანებით კი გვითხრა:

- ჩვენ ვესაუბრეთ ერევანს და როგორც გვითხრეს, გერმანიის მხარის მოთხოვნით დააკავეს. არსებობს საბრალდებო საქმე, რომლის მიხედვითაც მერკვილაძეს ჩადენილი აქვს დანაშაული გერმანიის ფედერაციაში. სომხეთი არაფერ შუაში არაა, ის მხოლოდ შემსრულებელია.

- მერკვილაძე ციხეში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, იცით ამის შესახებ?

- ვიცით, კონსული მეუბნება, რომ პერმანენტულად უკავშირდება ციხის ადმინისტრაციას და კითხულობს მის ამბავს, მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და სამედიცინო მომსახურება ეწევა. თუ რამე გაუჭირდება, ყველანაირი დახმარებისთვის მზად ვართ.

- ექსტრადაციის საკითხი როგორ იქნება?

- გერმანია ითხოვს მერკვილაძის დაკავებას. არ ვიცი, აქვს თუ არა საქართველოს უფლება, მოითხოვოს ექსტრადაცია.

სიტუაციის გასარკვევად "ალია" საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასაც დაუკავშირდა:

- განცხადება, მამუკა მერკვილაძის შესახებ, საქართველოს პარლამენტში ორი დღის წინ შემოვიდა მისი ადვოკატის ლანა გვარლიანის მიერ. დავიწყეთ შესწავლა უკვე. განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი, როგორც დააკავეს მამუკა მერკვილაძე. ბევრი დეტალია მითითებული.

- პარლამენტიდან რის გაკეთება შეიძლება?

- თქვენთან საუბრის მერე კიდევ უფრო მივაქცევ ამ საქმეს ყურადღებას, შევისწავლი მის ყველა დეტალს. დავიწყებთ მომზადებას, დავაყენოთ შუამდგომლობა. იუსტიციის მინისტრი არის უფლებამოსილი, ექსტრადიციის საკითხი დააყენოს. ჩვენ მოვამზადებთ შუადმგომლობას და რეკომენდაციას. რახან მომართვა არსებობს, უკვე დავიწყებთ შესწავლას. ვიცით მერკვილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რამდენიმე დღეში თავად დავუკავშირდებით.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ