თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნების რეიტინგი

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნების რეიტინგი

"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" ნოემბრის თვის მონაცემების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრი საოფისე ფართის საშუალო ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ვაკეში - 1688 აშშ დოლარი (ოქტომბერში დაფიქსირდა 1238 აშშ დოლარი), შემდეგ მოდის ჩუღურეთი - 1425 აშშ დოლარი (ოქტომბერში დაფიქსირდა 1269 აშშ დოლარი), მესამე ადგილზე ძველი თბილისი - 1187 აშშ დოლარი (ოქტომბერში დაფიქსირდა 1492 აშშ დოლარი), რომელსაც მოჰყვება საბურთალო - 1025 აშშ დოლარი (ოქტომბერში დაფიქსირდა 1082 აშშ დოლარი), ერთ კვადრატულ მეტრ საოფისე ფართზე კვლევის ფარგლებში შერჩეული ტერიტორიული ერთეულებიდან ყველაზე დაბალი საშუალო ფასი დაფიქსირებულია კვლავ დიდუბეში - 893 აშშ დოლარი (ოქტომბერში დაფიქსირდა 815 აშშ დოლარი).

კვლევის თანახმად, ოქტომბრის თვესთან შედარებით ნოემბრის თვეში საოფისე ფართების კვადრატული მეტრის ფასის საშუალო ღირებულება გაზრდილია ვაკეში, ჩუღურეთსა და დიდუბეში, ხოლო შემცირებულია ძველ თბილისსა და საბურთალოზე. წარმოდგენილი კვლევა ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის გიორგი აბაშიშვილისა და ნინო ლეკიშვილის ხელმძღვანელობით.

"IBR"-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში დათვლილია საოფისე ფართებზე ფასები კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულების მიხედვით. კვლევის ფარგლებში შეირჩა თბილისის რამდენიმე უბანი: ვაკე, საბურთალო, ძველი თბილისი, ჩუღურეთი, დიდუბე.

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში:

შსს-ს ოფიციალური მონაცემები

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ