პატრიარქმა დაშავებული სამხედროები დალოცა

პატრიარქმა დაშავებული სამხედროები დალოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაშავებული სამხედროები დალოცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამის გასავლელად აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში მიემგზავრებიან. რეაბილიტაციის კურსის გავლამდე ქართველი მებრძოლები ილია II-მ დალოცა, გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.

27 დეკემბერს, დაშავებული მებრძოლები პროტეზირების პროგრამის გასავლელად ამერიკულ კლინიკაში, ქართული მხარის ორგანიზებით გაემგზავრებიან. მათ მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. წყალში, მტვერში, თოვლსა და ყინვაში გამძლე ახალი პროტეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია