სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ტუბერკულოზზე შემოწმება უნდა გაიარონ
საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ტუბერკულოზზე შემოწმება უნდა გაიარონ

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ, ვი­საც სურს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხან­გრძლივ ვი­ზა­ზე სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნა, 2013 წლის 31 დე­კემ­ბრი­დან უნდა გა­ი­ა­როს წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­დან აც­ნო­ბეს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 31 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­ში შე­დის წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე (TB).

რო­გორც სა­ელ­ჩო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც გა­კეთ­და 2012 წლის მა­ის­ში, სა­დაც ით­ქვა, რომ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ამ შე­მოწ­მე­ბის მო­თხოვ­ნა გავ­რცელ­დე­ბა და­მა­ტე­ბით 67 ქვე­ყა­ნა­ზე, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

ამ ცვლი­ლე­ბით დიდი ბრი­ტა­ნე­თი ისე­თი ქვეყ­ნე­ბის რი­გებს მი­უ­ერ­თდა, რო­გო­რი­ცაა აშშ, კა­ნა­და, ავ­სტრა­ლია და ახა­ლი ზე­ლან­დია, სა­დაც მსგავ­სი შე­მოწ­მე­ბე­ბი უკვე პრაქ­ტი­კა­შია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ტუ­რის­ტის ან სხვა სა­ხის ვი­ზი­ტო­რის სტა­ტუ­სით გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლებს, წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს გა­ნა­ცხა­დე­ბი საქმროს/სა­ცო­ლის (იგი­ვე სა­ქორ­წი­ნო) ვი­ზებ­ზე.

მო­თხოვ­ნა ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქე­ზე, ვი­საც სურს მო­ი­პო­ვოს ბრი­ტა­ნე­თის ვი­ზე­ბი 6 თვე­ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბის, მათ შო­რის Tier 4 სას­წავ­ლო ვი­ზე­ბი.

თა­ვად პრო­ცე­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­დეგს: გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, ვი­ზა­ზე სა­ბუ­თე­ბის შე­მო­ტა­ნამ­დე, უნდა მი­მარ­თონ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს (Home Office) მიერ აღი­ა­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ი­ა­რონ სრუ­ლი შე­მოწ­მე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე და აი­ღონ სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ისი­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მა­ტა­რებ­ლე­ბი არ არი­ან. ეს ცნო­ბა მათ უნდა და­ურ­თონ სა­ვი­ზო გა­ნა­ცხადს.

წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე შე­დის ძა­ლა­ში 2013 წლის 31 დე­კემ­ბრი­დან.

ისი­ნი, ვი­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა გა­ი­ა­როს წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე, უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კას და ჩა­ე­წე­რონ პრო­ცე­დუ­რის გა­სავ­ლე­ლად. სკრი­ნინ­გის გა­და­სა­ხა­დი უნდა მოხ­დეს უშუ­ა­ლოდ ამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. შე­მოწ­მე­ბა­ზე ჩა­წე­რა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მხო­ლოდ 31 დე­კემ­ბრი­დან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ტუბერკულოზზე შემოწმება უნდა გაიარონ

საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად ტუბერკულოზზე შემოწმება უნდა გაიარონ

საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვისაც სურს დიდი ბრიტანეთის ხანგრძლივ ვიზაზე საბუთების შეტანა, 2013 წლის 31 დეკემბრიდან უნდა გაიაროს წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან საქართველოში ძალაში შედის წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე (TB).

როგორც საელჩოში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას, რომელიც გაკეთდა 2012 წლის მაისში, სადაც ითქვა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ შემოწმების მოთხოვნა გავრცელდება დამატებით 67 ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე.

ამ ცვლილებით დიდი ბრიტანეთი ისეთი ქვეყნების რიგებს მიუერთდა, როგორიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, სადაც მსგავსი შემოწმებები უკვე პრაქტიკაშია.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ტურისტის ან სხვა სახის ვიზიტორის სტატუსით გამგზავრების მსურველებს, წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე არ ესაჭიროებათ. გამონაკლისს წარმოადგენს განაცხადები საქმროს/საცოლის (იგივე საქორწინო) ვიზებზე.

მოთხოვნა ვრცელდება ყველა იმ მოქალაქეზე, ვისაც სურს მოიპოვოს ბრიტანეთის ვიზები 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის, მათ შორის Tier 4 სასწავლო ვიზები.

თავად პროცესი ითვალისწინებს შემდეგს: გამგზავრების მსურველებმა, ვიზაზე საბუთების შემოტანამდე, უნდა მიმართონ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) მიერ აღიარებულ სამედიცინო ცენტრს საქართველოში, გაიარონ სრული შემოწმება ტუბერკულოზზე და აიღონ სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ტუბერკულოზის მატარებლები არ არიან. ეს ცნობა მათ უნდა დაურთონ სავიზო განაცხადს.

წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე შედის ძალაში 2013 წლის 31 დეკემბრიდან.

ისინი, ვისაც ესაჭიროება გაიაროს წინასწარი შემოწმება ტუბერკულოზზე, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის კლინიკას და ჩაეწერონ პროცედურის გასავლელად. სკრინინგის გადასახადი უნდა მოხდეს უშუალოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმებაზე ჩაწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ 31 დეკემბრიდან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა