მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს 29 მოქალაქე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ უკრაინული liga.net იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში შესვლა აშშ-სა და ევროპის ქვეყნების სულ 36 მოქალაქეს აეკრძალა.

"უცხოელი პიარ ტექნოლოგებისა და საპროტექტო აქტივობების სპეციალისტების უკრაინაში ხშირი ვიზტები გონივრულ შიშს იწვევს, რომ მათი მოღვაწეობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია. ოპოზიციისთვის საკონსულტაციო სამსახურის გაწევით ეს პირები სხვა ქვეყნების პოლიტიკური ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას იღებენ", - ნათქვამია პარტია "რეგიონების" დეპუტატის ოლეგ ცარევის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ალქსანდრ იაკიმენკოსა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ლეონიდ კოჟარასთვის გაგზავნილ მოთხოვნაში.

ე.წ. "ცარევის სიაში" მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს 29 მოქალაქის გარდა, ვისაც უკრაინაში შესვლა აეკრძალათ, ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგი ანდრეას უმლანდი და აშშ-ის ხუთი მოქალაქე მოხვდნენ.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა