კოლინ ფარელს ელიზაბეტ ტეილორის ცოლად შერთვა უნდოდა

კოლინ ფარელს ელიზაბეტ ტეილორის ცოლად შერთვა უნდოდა

ჰოლივუდის მსახიობმა კოლინ ფარელმა აღიარა, რომ ელიზაბეტ ტეილორს აღმერთებდა. მისი თქმით, მართალია, ერთად არასდროს უთამაშიათ, მაგრამ მაინც საკმაოდ ახლოს იყვნენ. როგორც კოლინი ამბობს, ელიზაბეტი უჩველო ქალი იყო.

ფარელმა ტეილორი 2009 წელს გაიცნო. კოლინს იმ დროს მეორე შვილი შეეძინა. საავადმყოფოს დერეფანში ელიზაბეტ ტეილორის მენეჯერს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მსახიობმა გულის ოპერაცია გაიკეთა.

"ვთხოვე, რომ მას ელიზაბეტისთვის ჩემგან მოკითხვა და მალე გამოჯანმრთელების სურვილი გადაეცა. იქვე აღვნიშნე, რომ სავარაუდოდ, იგი მე არც კი მიცნობს, რაზეც მენეჯერმა მიპასუხა, რომ ის ჩემი ფილმებით მცნობდა", - უამბო კოლინმა ჟურნალისტებს.

რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობმა კინოვარსკვლავს ყვავილების თაიგული გაუგზავნა. ამის შემდეგ, კოლინის თხოვნით, ტეილორის პრეს-მენეჯერმა კოლეგები ერთმანეთს გააცნო. მას შემდეგ ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. თუ ნახვის შესაძლებლობა არ იყო, მსახიობები ტელეფონით საუბრობდნენ. ფარელის თქმით, ხანდახან ისინი შუა ღამითაც ლაპარაკობდნენ.

44-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მსახიობი წინააღმდეგი არ იქნებოდა ელიზაბეტ ტეილორის მე-8 ქმარი გამხდარიყო. ტეილორი 2011 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება