სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა
გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

თბი­ლი­სის მერს გიგი უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლომ 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­და და­ა­კის­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე დალი მეტ­რე­ველ­მა გა­მო­ი­ტა­ნა.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 5 თე­ბერ­ვალს ჩა­ი­ნიშ­ნა.

მო­სა­მარ­თლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყო­ფი უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ოვა­ცია მოჰ­ყვა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას, აგ­რეთ­ვე, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ითხოვ­და.

თბი­ლი­სის მერს 2013 წლის 18 დე­კემ­ბერს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი ა(ა)იპ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის­თვის" გა­მო­ყო­ფი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე.

გიგი უგუ­ლა­ვას­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა

თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა.

წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფი უგულავას მხარდამჭერების ოვაცია მოჰყვა.

მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ