სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა
დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა

ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტის, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის მი­მართ ბოლო დროს ინ­ტე­რე­სი ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნი­ჭი­ე­რის" შთამ­ბეჭ­და­ვი ლა­ი­ვი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა გა­ვი­და, ხა­ტი­ას გა­მოს­ვლა­ზე დღემ­დე ბევ­რი ლა­პა­რა­კობს. მუ­სი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ლა­მაზ კა­ბა­ში, მაგ­რამ ბი­უს­ტჰალ­ტე­რის გა­რე­შე გა­მო­ცხად­და. იმა­ვე სა­ღა­მოს ხა­ტი­ას ჩაც­მუ­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი მი­უ­ძღვნეს - "მო­ა­შო­რეთ ბოთ­ლე­ბი ხა­ტი­ას".

მო­ხიბ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჟი­უ­რის მა­გი­და­ზე მდგარ მი­ნე­რა­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ბოთ­ლებს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი წერ­დნენ, რომ მა­თაც აქვთ კარ­გი მკერ­დი, მაგ­რამ არ "ამა­რი­ა­ჟე­ბენ". ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა კი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ფოტო ბი­უს­ტჰალ­ტე­რის გა­რე­შე გა­და­ი­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ორი კვი­რის წინ მოხ­და და მას შემ­დეგ ხა­ტია "ნი­ჭი­ერ­ში" აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პი­ა­ნისტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნა და შოუ და­ტო­ვა, მი­ზე­ზად კი კონ­ცერ­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

სი­მარ­თლის გა­სარ­კვე­ვად შოუს პრო­დი­უ­სერ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევრ გეგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- გი­ორ­გი, უკვე ორი ლა­ივ­კონ­ცერ­ტია, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ჟი­უ­რი­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ პი­ა­ნის­ტმა პრო­ექ­ტი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

- კას­ტინ­გე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხა­ტი­ას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ად­ვილ­და, რად­გან ჩა­წე­რებს მის ჩა­მოს­ვლას ვამ­თხვევ­დით. თუმ­ცა წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, რომ პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მნე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე კონ­ცერტს ვერ და­ეს­წრე­ბო­და. პრო­ექ­ტი ორ­შა­ბა­თო­ბით გა­დის და ვე­რა­ფერს შევ­ცვლით, ხა­ტი­ას კი ამ დროს კონ­ცერ­ტე­ბი და­ემ­თხვა. ხან იტა­ლი­ა­შია, ხან გერ­მა­ნი­ა­ში. ხა­ტია კი­დევ ერთ კონ­ცერტს გა­მო­ტო­ვებს, მაგ­რამ ფი­ნალ­ში და მა­ნამ­დე კი­დევ ერთ კონ­ცერ­ტზე შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა. პრო­ექტს ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობს. შოუს პა­რა­ლე­ლუ­რად მე­სი­ჯებს ვწერ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ვინ გა­და­ვი­და შემ­დეგ ტურ­ში, ჟი­უ­რიმ ვინ გა­და­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ ჩა­ნა­წერს აუ­ცი­ლებ­ლად უყუ­რებს.

- სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის ჟი­უ­რი­ში უამ­რავ ვარ­სკვლავ­თან გი­მუ­შა­ვი­ათ, მაგ­რამ ხა­ტია მა­ინც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი პი­ა­ნის­ტია და არ ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი თქვენ­თან მუ­შა­ო­ბი­სას?

- არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ ჰქო­ნია. უცხო­ეთ­ში, ნე­ბის­მი­ერ მუ­სი­კა­ლურ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც დის­კე­ბი იყი­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩენთ ხა­ტი­ას დისკს, მაგ­რამ ამის ფონ­ზე ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნაა. კარ­გი გო­გო­ნა რომ იყო, ვი­ცო­დით, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დით, რომ რო­გორც კლა­სი­კუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­ინც ცხვი­რაპ­რე­ხი­ლი შე­ხე­დავ­და ტე­ლე­ვი­ზი­ას. ცოტა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ადა­მი­ა­ნი შო­პენს რომ უკ­რავს და შემ­დეგ ისეთ ნომ­რებ­ზე გად­მო­ერ­თვე­ბა, რო­გო­რე­ბიც "ნი­ჭი­ერ­ში" გვქო­ნია. ზოგი ნო­მე­რი აბ­სურ­დამ­დეც ყო­ფი­ლა მი­სუ­ლი (იცი­ნის). არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი და შიში არ აქვს, რას იფიქ­რებს მას­ზე ხალ­ხი და რო­გორ გა­მოჩ­ნდე­ბა, იმ­დე­ნად არის სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ბო­ლომ­დე გად­მო­ერ­თო ჩვენს ტალ­ღა­ზე. კას­ტინ­გე­ბის დროს თა­ვი­სი როლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ას­რუ­ლა.

- არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტი მო­უ­თხო­ვია?

- არა, კონ­ცერ­ტებს მთე­ლი ოჯა­ხი ეს­წრე­ბო­და. ხა­ტი­ას დედ-მამა, და - გვან­ცა ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა. ისე­თი შემ­თხვე­ვაც ყო­ფი­ლა, რომ ხა­ტია დი­ლას ხუთ სა­ათ­ზე ჩა­მოფ­რე­ნი­ლა და ცხრა სა­ათ­ზე უკვე ჩვენ­თან ყო­ფი­ლა ჩა­წე­რა­ზე. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც იმ­დე­ნად თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლია, რომ აქეთ გვიქ­მნი­და კომ­ფორ­ტს. ბო­ლომ­დე გად­მორ­თუ­ლი იყო პრო­ექ­ტზე და სხვა რა­მე­ზე იმ მო­მენ­ტში არ ფიქ­რობ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის მკერდმა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე აა­ლა­პა­რა­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა

დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა

ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიმართ ბოლო დროს ინტერესი ერთიორად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ''ნიჭიერის'' შთამბეჭდავი ლაივიდან რამდენიმე კვირა გავიდა, ხატიას გამოსვლაზე დღემდე ბევრი ლაპარაკობს. მუსიკოსი ქალბატონი ფილარმონიაში ლამაზ კაბაში, მაგრამ ბიუსტჰალტერის გარეშე გამოცხადდა. იმავე საღამოს ხატიას ჩაცმულობას სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდი მიუძღვნეს - ''მოაშორეთ ბოთლები ხატიას''.

მოხიბლული მამაკაცები ჟიურის მაგიდაზე მდგარ მინერალური სასმელების ბოთლებს აპროტესტებდნენ. ქალბატონები წერდნენ, რომ მათაც აქვთ კარგი მკერდი, მაგრამ არ ''ამარიაჟებენ''. ზოგიერთმა მათგანმა კი სოლიდარობის ნიშნად ფოტო ბიუსტჰალტერის გარეშე გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა და მას შემდეგ ხატია ''ნიჭიერში'' აღარ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიანისტს საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება არ მოეწონა და შოუ დატოვა, მიზეზად კი კონცერტები დაასახელა.

სიმართლის გასარკვევად შოუს პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას და ჟიურის ერთ-ერთ წევრ გეგა ფალავანდიშვილს ვესაუბრეთ.

- გიორგი, უკვე ორი ლაივკონცერტია, ხატია ბუნიათიშვილი ჟიურიში არ გამოჩენილა. ამბობენ, რომ პიანისტმა პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

- კასტინგების მიმდინარეობისას ხატიასთან მუშაობა ძალიან გაგვიადვილდა, რადგან ჩაწერებს მის ჩამოსვლას ვამთხვევდით. თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა და რამდენიმე კონცერტს ვერ დაესწრებოდა. პროექტი ორშაბათობით გადის და ვერაფერს შევცვლით, ხატიას კი ამ დროს კონცერტები დაემთხვა. ხან იტალიაშია, ხან გერმანიაში. ხატია კიდევ ერთ კონცერტს გამოტოვებს, მაგრამ ფინალში და მანამდე კიდევ ერთ კონცერტზე შემოგვიერთდება. პროექტს ძალიან გულშემატკივრობს. შოუს პარალელურად მესიჯებს ვწერ, როგორ ვითარდება მოვლენები, ვინ გადავიდა შემდეგ ტურში, ჟიურიმ ვინ გადაიყვანა. შემდეგ ჩანაწერს აუცილებლად უყურებს.

- სხვადასხვა პროექტის ჟიურიში უამრავ ვარსკვლავთან გიმუშავიათ, მაგრამ ხატია მაინც მსოფლიოში აღიარებული პიანისტია და არ ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნები თქვენთან მუშაობისას?

- არანაირი მოთხოვნები არ ჰქონია. უცხოეთში, ნებისმიერ მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც დისკები იყიდება, აუცილებლად აღმოაჩენთ ხატიას დისკს, მაგრამ ამის ფონზე ძალიან თავმდაბალი და ჩვეულებრივი გოგონაა. კარგი გოგონა რომ იყო, ვიცოდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ როგორც კლასიკური სამყაროს წარმომადგენელი, მაინც ცხვირაპრეხილი შეხედავდა ტელევიზიას. ცოტა წარმოუდგენელია, ადამიანი შოპენს რომ უკრავს და შემდეგ ისეთ ნომრებზე გადმოერთვება, როგორებიც ''ნიჭიერში'' გვქონია. ზოგი ნომერი აბსურდამდეც ყოფილა მისული (იცინის). არანაირი კომპლექსი და შიში არ აქვს, რას იფიქრებს მასზე ხალხი და როგორ გამოჩნდება, იმდენად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ბოლომდე გადმოერთო ჩვენს ტალღაზე. კასტინგების დროს თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა.

- არც განსაკუთრებული კომფორტი მოუთხოვია?

- არა, კონცერტებს მთელი ოჯახი ესწრებოდა. ხატიას დედ-მამა, და - გვანცა ძალიან კარგი გოგოა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ხატია დილას ხუთ საათზე ჩამოფრენილა და ცხრა საათზე უკვე ჩვენთან ყოფილა ჩაწერაზე. პირად ურთიერთობაშიც იმდენად თბილი და მეგობრულია, რომ აქეთ გვიქმნიდა კომფორტს. ბოლომდე გადმორთული იყო პროექტზე და სხვა რამეზე იმ მომენტში არ ფიქრობდა. პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ: ხატია ბუნიათიშვილის მკერდმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება