პარლამენტის ინვენტარი ქუთაისიდან თბილისში გადააქვთ

პარლამენტის ინვენტარი ქუთაისიდან თბილისში გადააქვთ

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში არსებული ინვენტარი თბილისში 23 დეკემბრამდე უნდა გადაიტანონ. ტვირთის გადაზიდვა კი, საქართველოს ბიუჯეტს 18 500 ლარი უჯდება.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, ტვირთის გადაზიდვა უნდა განხორციელდეს ქ. ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირი #26-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლიდან ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირი #8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

"მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მითითებული სართულიდან (ადგილიდან) ტვირთის მიტანა შესაბამის მანქანამდე, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი პერსონალით, მანქანის დატვირთვა, ტვირთის დაფიქსირება სპეციალური თოკებით, ტვირთის გადაზიდვა (ტრანსპორტირება) დაცლა, ტვირთის განთავსება შემსყიდველის მიერ მითითებულ სართულზე (ადგილზე) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის დაუზიანებლად გადაზიდვა, მიმწოდებელმა სპეციალური შესაფუთი მასალით უნდა შეფუთოს მინა, მინის ნაკეთობა, სკამი და კარადა, არანაკლებ 55 მ3 გადამზიდავი მანქანის ძარის სიგრძე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6მ და არაუმეტეს 7მ, ძარის მოცულობა 26მ2, ძარა დახურული უნდა იყოს წყალგაუმტარი მასალით, გადამზიდავი მანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ეგრეთწოდებული ლიფტით (ტვირთამწევით), მიმწოდებელი ვალდებულია ტვირთი დანიშნულების ადგილზე გადაზიდოს დაზიანებების გარეშე", - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა