ჯანდაცვის სამინისტრო С ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების, ”პეგფერონისა” და ”კოპეგუსის” შესასყიდად ხელშეკრულებას ჯი-ემ-პისთან გააფორმებს.
17 დეკემბერს დასრულებულ ხუთდღიან ტენდერში, რომელიც ჯადაცვის სამინისტრომ პირველი ტენდერის უარყოფითი შედეგებით დასრულების შემდეგ გამოაცხადა, მონაწილეობა მხოლოდ ”ჯი-ემ-პი”-მა მიიღო. სატენდერო კომისიას, განსხვავებით წინა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებისაგან, ”ჯი-ემ-პი”-ის ტექნიკური დოკუმენტაციის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს.
როგორც ირკვევა, ”პეგფერონის” მწარმოებელი თავად ”ჯი-ემ-პია”, ხოლო ”კოპეგუსის” – შვეიცარული F. Hoffmann – La Roche. ”ჯი-ემ-პი” 28800 ერთეულ მედიკამენტს ჯანდაცვის სამინისტროს ზუსტად იმ ფასად მიჰყიდის რამდენითაც სამინისტრომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა.
იხილეთ ვრცლად: C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს სახელმწიფო ”ჯი-ემ-პი”-საგან 158 ლარად შეიძენს