საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფრები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - DRI

საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფრები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - DRI

"საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფრები სრულიად არ რეგულირდება, ისინი წარმოადგენს განსაკუთრებით სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით", - ამის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის (DRI) ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში, სახელწოდებით "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზრდილების რეფორმებიდან გარიყვა და მათი უფლებების დაცვა საქართველოს რესპუბლიკაში", DRI-იმ 3 წლიანი კვლევის შედეგად მომზადდა. კვლევის მიხედვით, საპატრიარქო მათ დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა თავშესაფრებში არსებული ბავშვების რაოდენობას მალავს. ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მთავრობაშიც. ორგანიზაციის შეფასებით, საეკლესიო დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობის ან ადგილმდებარეობის შესახებ მთავრობაში ინფორმაციის ნაკლებობა, ბავშვების მიმართ ძალადობის ან ტრეფიკინგის საფრთხეს ქმნის.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კანონის მიხედვით, ბავშვთა გადაყვანა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებიდან ეკლესიის დაქვემდებარებულ დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ უნდა რეგულირდებოდეს, რაც რეალურად არ ხდება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა