რა­ტომ ერი­დე­ბა ლი­კა ქორ­ქია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას

რა­ტომ ერი­დე­ბა ლი­კა ქორ­ქია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლი­კა ქორ­ქია ბო­ლო ხანს პრე­სა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამის მი­ზე­ზი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყ­ე­ბ­ლის" ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გამ­ხდა­რა, რა­მაც მი­სი გა­და­ცე­მა "აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თვე­ლო" შე­ი­წი­რა...

- ლი­კა, რა გახ­და ბო­ლო ხანს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან და პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან შე­ნი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზი?

- ზაფ­ხუ­ლის სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და, რა­თა ყვე­ლას დაგ­ვეს­ვე­ნა. არ­ხის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო რი­გი გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­კითხ­ე­ბი, რაც, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ჩვენს გა­და­ცე­მა­ზეც აი­სა­ხა. პრე­სის ფურ­ცლე­ბი­დან კი იმი­ტომ "გა­ვუ­ჩი­ნარ­დი", რომ თა­ვად ვე­რი­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას. იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ სხვა­დას­ხვა მი­ღე­ბა­ზე, მათ შო­რის კონ­ცერ­ტებ­ზე, მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნა­ზე, ფილ­მე­ბის პრე­მი­ე­რებ­ზე და ა.შ. ხან­და­ხან გინ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ოჯახ­თან და მე­გობ­რე­ბის წრე­ში მშვი­დად გა­ა­ტა­რო.

- შე­ნი ოჯა­ხი ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­ლო­დინ­ში­ა, შე­ნი და, ანი ქორ­ქია, ბავშვს ელო­დე­ბა, ალ­ბათ თქვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა მთლი­ა­ნად ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი.

- გე­თან­ხმე­ბით, ოჯახ­ში ახალ სი­ცოცხ­ლეს ვე­ლო­დე­ბით და რა თქმა უნ­და, ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ერ­თი სუ­ლი მაქვს, რო­დის ვი­ხი­ლავ პა­ტა­რას, რო­მე­ლიც უკ­ვე მიყ­ვარს და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა იქ­ნე­ბა მი­სი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ... უკ­ვე სა­ჩუქ­რე­ბიც ვუ­ყი­დე.

- შენ თვი­თონ არ ფიქ­რობ ჯერ ოჯა­ხის შექ­მნა­ზე?

- ალ­ბათ ამა­ზე ფიქ­რი მა­შინ უნ­და და­იწყ­ო, რო­დე­საც მიხ­ვდე­ბი, რომ გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც დი­დი გრძნო­ბა გა­კავ­ში­რებს და მზად ხარ, მას­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რო. ახ­ლა ამ სტა­დი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ ვარ და ამი­ტო­მაც არც ვჩქა­რობ - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა და ზე­რე­ლედ ვერ მო­ვე­კი­დე­ბი.

- ხან ვის­თან და­გაწყ­ვი­ლეს, ხან ვის­თან... ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ჭო­რი შენს მი­მართ ან­ზო­რი­კო ბი­წა­ძის სიმ­პა­თი­ებს უკავ­შირ­დე­ბო­და, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ახ­ლა რა ხდე­ბა შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ამ ჭორ­მა იმა­ზე დიდ­ხანს გას­ტა­ნა, ვიდ­რე უნ­და ეარ­სე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ამა­ზე პირ­ვე­ლად მა­შინ და­ი­წე­რა, რო­დე­საც ან­ზო­რი­კო თვა­ლი­თაც არ მყავ­და ნა­ნა­ხი. ჟურ­ნალ­-გა­ზე­თებ­მაც მა­შინვე აი­ტა­ცეს, მაგ­რამ რას გა­ი­გებ, ჭო­რი ჭო­რი­ა, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ფან­ტა­ზია ხომ უსაზღ­ვრო­ა... ახ­ლა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მომ­ხრე არ ვარ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი.

- ისიც ით­ქვა, ლი­კა ბიზ­ნეს­მენ ბუ­ბა ქე­ბუ­რი­ას ვაჟს მიჰ­ყვე­ბა ცო­ლა­დო...

- ეს ჭო­რი პირ­ვე­ლად მეს­მის და თა­ნაც, ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი­ა. არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე თა­ვის გე­მო­ზე და­გაწყ­ვი­ლონ შენ­თვის უცხო ადა­მი­ან­თან?

- სა­ა­ხალ­წლოდ რო­გორ ემ­ზა­დე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ობ სადღესასწაულო სუფ­რის გაწყ­ო­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბა­ში?

- ახა­ლი წე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნაძ­ვის ხე­საც ვრთავ და კერ­ძებ­საც ვამ­ზა­დებ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის. არ და­გი­მა­ლავთ, კუ­ლი­ნა­რია ჩე­მი ჰო­ბი­ა.

- გჯე­როდა ბავ­შვო­ბა­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბა?

- თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბა მა­ნამ­დე მჯე­რო­და, ვიდ­რე არ და­ვი­ნა­ხე, რო­გორ აწყ­ობ­და დე­და ჩემს შეკ­ვე­თილ სა­ჩუქ­რებს ნაძ­ვის ხის ქვეშ... ამის შემ­დეგ ჩემს მოტყ­უ­ე­ბას აზ­რი აღარ ჰქონ­და.

- ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს "რუს­თა­ვი 2"-დან იმი­ტომ წა­მოხ­ვე­დი, რომ არ გინ­დო­და ასო­ცი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვი იმ არ­ხთან, რომ­ლის უკან, ხალ­ხის აზ­რით, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა იდ­გა.

- "რუს­თა­ვი 2" მა­ნამ­დე დავ­ტო­ვე, ვიდ­რე მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლის­გან აგ­რე­სია წა­მო­ვი­დო­და. პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში­ა. მით უმე­ტეს, რომ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და. მე იქ გა­ვი­ზარ­დე რო­გორც წამ­ყვა­ნი, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და ძა­ლი­ან მიყ­ვარს დი­ლის გა­და­ცე­მის ის გუნ­დი, ვის­თა­ნაც მუ­შა­ო­ბა მი­წევ­და.­ უბ­რა­ლოდ, მი­მაჩ­ნდა, რომ პირ­ველ­მა არ­ხმა იმ მო­მენ­ტის­თვის შე­მომ­თა­ვა­ზა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა, რაც მომ­ცემ­და გა­მო­ძი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და იმის შან­სსაც, სა­კუ­თარ თავ­ზე უფ­რო მე­ტი მე­მუ­შა­ვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- რატომ ვერ "მოერგო" სოფელს ლიკა ქორქია

- რა ხდება ლიკა ქორქიასა და როსტოს შორის?!.

- რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები