ტოლოკონიკოვა და ალეხინა ციხეს დატოვებენ

ტოლოკონიკოვა და ალეხინა ციხეს დატოვებენ

რუსეთში ამნისტიის კანონის ძალაში შესვლის შედეგად, Pussy Riot-ის წევრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალეხინა შეიძლება დღესვე გამოვიდნენ ციხიდან. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამნისტია რუსეთში კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავთან დაკავშირებით განხორციელდა.

დაკავებულთა ახლობლები აცხადებენ, რომ "თეორიულად" ტოლოკონიკოვას და ალეხინას ციხის დატოვება დღესვე შეეძლებათ, თუმცა "პრაქტიკულად ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ციხის ადმინისტრაცია დოკუმენტებს მოამზადებს".

ალეხინას დედა უკვე იმყოფება ნიჟნი ნოვგოროდში, ხოლო პეტრე ვერზილოვი, რომელიც ტოლოკონიკოვას მეუღლედ ითვლება, კრასნოიარსკის მხარეში გაფრინდა -აღნიშნა ჟურნალისტებთნ ირინა ხრუნოვამ, რომელიც დაკავებული ფემინისტების ადვოკატია.

სასამართლომ ტოლოკონიკოვას და ალეხინას 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 2014 წლის მარტში იწურება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა