სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიჭი დონორის მამას შეახვედრეს, რომელმაც მის გადასარჩენად შვილის გული გაიმეტა
ბიჭი დონორის მამას შეახვედრეს, რომელმაც მის გადასარჩენად შვილის გული გაიმეტა

21 წლის უილ პოპი სი­ცო­ცხლეს 20 წლის ტომ ინ­სეს უმად­ლის, რომ­ლის გუ­ლიც მა­მის ნე­ბარ­თვით გა­და­უ­ნერ­გეს და სიკ­ვდი­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნეს.

რო­გორც წესი დო­ნო­რის ვი­ნა­ო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და პა­ცი­ენ­ტე­ბი მათი მხსნე­ლე­ბის სა­ხელ­სა და გვარს ვერ იგე­ბენ, მაგ­რამ უილი მთე­ლი წელი ითხოვ­და, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მა­მას­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, რომ მად­ლო­ბა ეთ­ქვა. სა­ბო­ლო­ოდ ეს სურ­ვი­ლი აუხ­და და მას­თან სტივ ინსე თა­ვად მი­ვი­და.

"ჩემი სი­ცო­ცხლის­თვის ვი­ღაც მოკ­ვდა - ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ძა­ლი­ან მინ­დო­და ამ ოჯა­ხის­თვის მად­ლო­ბა პი­რა­დად მეთ­ქვა. ისი­ნი გვიჩ­ვე­ნე­ბენ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ. დღეს თავს კარ­გად ვგრძნობ; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძე­ლი და სახ­ლში მე­გობ­რებს ვმას­პინ­ძლობ. არც კი ვიცი, რო­გორ ვუ­თხრა ტო­მის ოჯახს მად­ლო­ბა. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­მა თა­ნა­ტოლ­მა დო­ნორ­მა შარ­შან ახალ წელს მო­მი­ძღვნა", - ამ­ბობს უილი.

უილი გუ­ლის ავად­მყო­ფო­ბამ პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში შე­ა­წუ­ხა. შარ­შან ახალ წელს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და სიკ­ვდი­ლის პი­რას მყო­ფი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ 30 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 20 წლის ტომ ინსე მი­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა და სა­სიკ­ვდი­ლოდ და­შავ­და. მან­ქა­ნა ხეს შე­ე­ჯა­ხა და ტომ­მა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში მი­ი­ღო.

"გუ­ლახ­დი­ლად ვი­ტყვი, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მებს ვუყ­ვი­რო­დი, რომ ჩემს ვაჟს არ მი­კა­რე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ჩემი შვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლით ადრე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც უთ­ქვამს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ორ­გა­ნო­ე­ბი დო­ნო­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. პო­პე­ბის ოჯახ­ში სტუმ­რად მო­ვე­დი, რად­გა­ნაც მად­ლო­ბა მეთ­ქვა - რო­დე­საც უილს ვუ­ყუ­რებ ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ჩემი ვა­ჟის სიკ­ვდილს ფუ­ჭად არ ჩა­უვ­ლია. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ტე­ლე­ფო­ნის ზარი, როცა პო­ლი­ცი­ე­ლი მე­სა­უბ­რა. ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­სა­ხებ რომ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, პირ­ვე­ლი რაც ვკი­თხე ის იყო, ცო­ცხა­ლია თუ არა ჩემი შვი­ლი. რო­დე­საც მი­თხრეს, რომ ტომი ცო­ცხა­ლია, მაგ­რამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გა­მი­ხარ­და, მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბო­და", - ამ­ბობს ტო­მის მამა სტი­ვი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბიჭი დონორის მამას შეახვედრეს, რომელმაც მის გადასარჩენად შვილის გული გაიმეტა

ბიჭი დონორის მამას შეახვედრეს, რომელმაც მის გადასარჩენად შვილის გული გაიმეტა

21 წლის უილ პოპი სიცოცხლეს 20 წლის ტომ ინსეს უმადლის, რომლის გულიც მამის ნებართვით გადაუნერგეს და სიკვდილისგან გადაარჩინეს.

როგორც წესი დონორის ვინაობა კონფიდენციალურია და პაციენტები მათი მხსნელების სახელსა და გვარს ვერ იგებენ, მაგრამ უილი მთელი წელი ითხოვდა, გარდაცვლილი ბიჭის მამასთან შეხვედრის უფლება მიეცათ, რომ მადლობა ეთქვა. საბოლოოდ ეს სურვილი აუხდა და მასთან სტივ ინსე თავად მივიდა.

"ჩემი სიცოცხლისთვის ვიღაც მოკვდა - ამის გაცნობიერება ძალიან რთულია. ძალიან მინდოდა ამ ოჯახისთვის მადლობა პირადად მეთქვა. ისინი გვიჩვენებენ, რომ კარგი ადამიანები არსებობენ. დღეს თავს კარგად ვგრძნობ; ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შევძელი და სახლში მეგობრებს ვმასპინძლობ. არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა ტომის ოჯახს მადლობა. არასდროს დამავიწყდება ეს უდიდესი საჩუქარი, რომელიც ჩემმა თანატოლმა დონორმა შარშან ახალ წელს მომიძღვნა", - ამბობს უილი.

უილი გულის ავადმყოფობამ პირველად 16 წლის ასაკში შეაწუხა. შარშან ახალ წელს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და სიკვდილის პირას მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ 30 დეკემბერს საავადმყოფოში 20 წლის ტომ ინსე მიიყვანეს, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და სასიკვდილოდ დაშავდა. მანქანა ხეს შეეჯახა და ტომმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო.

"გულახდილად ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. თავდაპირველად ექიმებს ვუყვიროდი, რომ ჩემს ვაჟს არ მიკარებოდნენ. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი რამდენიმე წლით ადრე დარეგისტრირებულა საავადმყოფოში, სადაც უთქვამს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მისი ორგანოები დონორად გამოეყენებინათ. პოპების ოჯახში სტუმრად მოვედი, რადგანაც მადლობა მეთქვა - როდესაც უილს ვუყურებ ბედნიერი ვარ და ვაცნობიერებ, რომ ჩემი ვაჟის სიკვდილს ფუჭად არ ჩაუვლია. არასდროს დამავიწყდება ტელეფონის ზარი, როცა პოლიციელი მესაუბრა. ავტოავარიის შესახებ რომ შემატყობინეს, პირველი რაც ვკითხე ის იყო, ცოცხალია თუ არა ჩემი შვილი. როდესაც მითხრეს, რომ ტომი ცოცხალია, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია გამიხარდა, მეგონა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა", - ამბობს ტომის მამა სტივი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს