პრინცესა ია ბაგრატიონ მუხრანელი დანგრეულ სამეფო ოჯახზე საუბრობს

პრინცესა ია ბაგრატიონ მუხრანელი დანგრეულ სამეფო ოჯახზე საუბრობს

"დიდი დანანებით, ანა ბაგრატიონთან ჩემს ქორწინებას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობას ვუხდი მას საერთო შვილისთვის. მისი სამეფო უმაღლესობის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისთვის, რომელიც ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და რომელიც, მისი მამის, ბაბუის და წინაპრების მსგავსად, მუხრანის პრინცის ტიტულს დაეუფლება", - ნათქვამია განცხადებაში

ამ საკითხზე პრინცესა ია ბაგრატიონ მუხრანელი, საქართველოს თავად-აზნაურთა საგვარეულოს უფროსის მოადგილე გვესაუბრა.

ია ბაგრატიონ მუხრანელი:

- მავანს და მავანს არ სურდა ეს ქორწინება და აი, მათი გულის გასახარად მიდის ყველაფერი.

- საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, როდესაც სამეფო კარის მისამართით კრიტიკა გახშირდა, თუნდაც იგივე რაინდის წოდებების მინიჭების გამო...

- მეც ვფიქრობ, რომ ეს არ იყო მართებული ნაბიჯი. თავად-აზნაურობის და რაინდის წოდების მინიჭება უკვე მოქმედი მეფის პრეროგატივაა. წოდებას თავდადებისათვის აძლევდნენ.

- ხომ ვერ გაგვიმხელთ, თუ რატომ გაშორდნენ დავითი და ანა?

- ბევრს ვერაფერს გეტყვით.. საერთოდ ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდები შორდებიან და ბავშვი ცალკე იზრდება. ამ შემთხვევაში კი საქმე გაცილებით სერიოზულადაა. ეს განქორწინება ძირს უთხრის მონარქისტულ იდეას და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია