თიკა ჯამბურიას გათხოვების ყოფილ ქმარს არ სჯერა

თიკა ჯამბურიას გათხოვების ყოფილ ქმარს არ სჯერა

გასულ კვირას შოუბიზნესის კულუარებში ყველაზე აქტუალურ თემად თიკა ჯამბურიას დანიშვნის ამბავი იქცა. მომღერლის ბედნიერება ყველას უნდა გახარებოდა, მაგრამ მოვლენები იმდენად უცნაურად განვითარდა, რომ მგონი, აჯობებს ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

ერთ დღეს თიკა ჯამბურიას ყოფილმა მეუღლე ბექა ხოფერიამ სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა და საზოგადოებას თავისი ახალი შეყვარებულის შესახებ აცნობა. ქერა გოგონა ვინმე ლიკა-ლიკუნა გახლდათ. მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ბექასთან ერთად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში საკუთარი გვარი არ უწერია.

მას შემდეგ, რაც წყვილის ურთიერთობის შესახებ როგორც ''რეიტინგის'', ასევე სხვა საიტების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, მეორე დღეს თიკა ჯამბურიამ საზოგადოებას, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ ამცნო.

''ბედნიერი ვარ'', - წერდა თიკა, მიზეზი კი მის მიერ გამოქვეყნებული სურათი გახლდათ, სადაც თიკას მარჯვენა ხელის არათითს ბეჭედი ამშვენებდა.

სურათის გამოქვეყნების შემდეგ მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა მისი მეგობრების დიდ ნაწილს არ სჯეროდა თიკას დანიშვნის ამბავი და საქმროს ფოტოს გამოქვეყნებას სთხოვდნენ.

ნიშნობის გაცხადებიდან რამდენიმე წუთში თიკა ჯამბურიას ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა და მომღერალმა ეს ფაქტი პირადადაც დაგვიდასტურა:

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თავად არ სურს, მისი ვინაობა გავამჟღავნო. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, ჩემი ბედნიერება ყველას გაუხარდება. ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს. მართლა ძალიან რომანტიკული ადამიანია. მის ვინაობას მაშინ გაიგებთ, როცა ოფიციალურად გავთხოვდები.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია, ვინმე ლიკა-ლიკუნაზეა შეყვარებული.

- არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ.

- შენს რჩეულს რა პროფესია აქვს, ის მაინც გაგვიმხილე.

- ბიზნესმენია. ამჯერად თბილისშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობს. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. გაოცებული ვარ იმით, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემომთავაზა ცოლობა და სამომავლო გეგმებზე ჯერ არ გვილაპარაკია.

ფოტოს, სადაც თიკას ნიშნობის ბეჭედი უკეთია, საზოგადოების მხრიდან უცნაური კომენტარები მოჰყვა. მათმა ნაწილმა მომღერალს ბეჭდის თვლის ზომა და ოქროს სისქე დაუწუნა.

''ჟურნალისტებს გთხოვთ, ცოტა ხანს არ დამირეკოთ და არც მომწეროთ. ეს ხალხი გამაგიჟებს, იმის მაგივრად, რომ ბედნიერება მისურვონ, ბეჭდისა და თვლის ზომაზე სახალხო ისტერიკა გამართეს'', - დაწერა მოგვიანებით თიკა ჯამბურიამ.

მომღერლის მორიგ სტატუსს მეგობრების მხრიდან მილოცვების ახალი ტალღა და ჟურნალისტების კრიტიკა მოჰყვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება