სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ ვერ ააწყო ურთიერთობა დეიდასთან ნანული სარაჯიშვილის დისშვილმა
რატომ ვერ ააწყო ურთიერთობა დეიდასთან ნანული სარაჯიშვილის დისშვილმა

კახა სა­რა­ჯიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბით ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და­ი­პყრო. "ობი­ექ­ტი­ვის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მის უმუ­სი­კო მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი. ამ მხრივ "ვა­ნოს შოუ" გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მელ­ზეც თა­ვად მომ­ღე­რა­ლი, ცოტა არ იყოს, გულ­და­წყვე­ტი­ლია.

- ბა­ტო­ნო კახა, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხართ, თქვენს ვი­დე­ო­ებს სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში ვხე­დავთ...

- ჰო, მაგ­რამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით. ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ცუ­დად იყე­ნე­ბენ. მერე ეს ოჯახ­ში კა­მა­თის მი­ზე­ზი ხდე­ბა. რა არის ეს, მამა, თუ სე­რი­ო­ზულ კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რობ, ასეთ გა­მოს­ვლებს ჯო­ბია მო­ე­რი­დოო, მე­უბ­ნე­ბი­ან შვი­ლე­ბი. მე ისეთ ჟანრ­ში ვმუ­შა­ობ, კლა­სი­კა, ჯაზი, ფან­კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი. მარ­კუს მი­ლე­რი ან ელ ჯერო უნდა იყო, რომ მი­გი­ღონ. ქარ­თველ შემ­სრუ­ლე­ბელს ვერ იღე­ბენ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჟან­რის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი იმარ­თე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც და­ბალ დო­ნე­ზე ვართ. რაც შე­ე­ხე­ბა ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გა­და­ცე­მას, იუ­მო­რი კარ­გად მეს­მის, ადრე პა­რო­დი­ებ­საც ვა­კე­თებ­დი, ეს ჩემ­თვის უცხო არ არის, მაგ­რამ ეს არ არის იუ­მო­რი, ამას და­ცინ­ვა ჰქვია. და ამას მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა­მენ ჩემი შვი­ლე­ბი.

- რა პრო­ფე­სი­ის ხართ?

- კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გახ­ლა­ვართ. ერთი ფილ­მიც მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი "კიბე", რო­მე­ლიც არის გო­გო­ნას სიზ­მარ­ზე, სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­ლი სტი­ლია. გია ლეჟა­ვა, ზურა შა­რია თა­მა­შო­ბენ ამ ფილმში, მა­შინ ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო ზურა, ზედ­მე­ტად ან­ცობ­და, ხში­რად გვიშ­ლი­და გა­და­ღე­ბას. ასე­ვე მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "არა­ვინ", რო­მელ­შიც ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე თა­მა­შობს. იმ პე­რი­ოდ­ში "მე­ო­რე არხზე" ვმუ­შა­ობ­დი სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს­თან ერ­თად. მიმ­ყავ­და სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "მე­დი­ტა­ცი­ე­ბი ჩარ­ჩოს გა­რე­შე".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ ვერ ააწყო ურთიერთობა დეიდასთან ნანული სარაჯიშვილის დისშვილმა

რატომ ვერ ააწყო ურთიერთობა დეიდასთან ნანული სარაჯიშვილის დისშვილმა

კახა სარაჯიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი გახმაურებული ვიდეოებით ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ''ობიექტივის'' მიერ გავრცელებულ მის უმუსიკო მუსიკალურ ნომრებს აქტიურად იყენებენ იუმორისტული გადაცემები. ამ მხრივ ''ვანოს შოუ'' გამოირჩევა, რომელზეც თავად მომღერალი, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილია.

- ბატონო კახა, ძალიან პოპულარული ხართ, თქვენს ვიდეოებს სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში ვხედავთ...

- ჰო, მაგრამ არასწორი ინტერპრეტაციით. ამ ვიდეომასალას ცუდად იყენებენ. მერე ეს ოჯახში კამათის მიზეზი ხდება. რა არის ეს, მამა, თუ სერიოზულ კარიერაზე ფიქრობ, ასეთ გამოსვლებს ჯობია მოერიდოო, მეუბნებიან შვილები. მე ისეთ ჟანრში ვმუშაობ, კლასიკა, ჯაზი, ფანკი, საქართველოში არც ერთი არ არის პოპულარული. მარკუს მილერი ან ელ ჯერო უნდა იყო, რომ მიგიღონ. ქართველ შემსრულებელს ვერ იღებენ. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ამ ჟანრის ფესტივალები იმართება, ჯერჯერობით მაინც დაბალ დონეზე ვართ. რაც შეეხება ვანო ჯავახიშვილის გადაცემას, იუმორი კარგად მესმის, ადრე პაროდიებსაც ვაკეთებდი, ეს ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს არ არის იუმორი, ამას დაცინვა ჰქვია. და ამას მტკივნეულად აღიქვამენ ჩემი შვილები.

- რა პროფესიის ხართ?

- კინორეჟისორი გახლავართ. ერთი ფილმიც მაქვს გადაღებული ''კიბე'', რომელიც არის გოგონას სიზმარზე, სიურრეალისტული სტილია. გია ლეჟავა, ზურა შარია თამაშობენ ამ ფილმში, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ზურა, ზედმეტად ანცობდა, ხშირად გვიშლიდა გადაღებას. ასევე მაქვს გადაღებული ფილმი ''არავინ'', რომელშიც ნანუკა ხუსკივაძე თამაშობს. იმ პერიოდში ''მეორე არხზე'' ვმუშაობდი სერგი გვარჯალაძესთან ერთად. მიმყავდა საავტორო გადაცემა ''მედიტაციები ჩარჩოს გარეშე''.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება