საახალწლო გარემო, უამრავი სიურპრიზი და საჩუქრები - მაღაზიათა ქსელი "ელექტრონიკა" მომხმარებელს წინასაახალწლო განწყობას უპრეცედენტო აქციით უქმნის.
წლის მთავარი დღესასწაულისთვის მზადება მაღაზიათა ქსელმა 14 დეკემბერს დაიწყო. საქართველოს მასშტაბით, "ელექტრონიკას" ყველა ფილიალთან, საახალწლო სოფელი განთავსდა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იმდენი ფასდაკლება და საჩუქარი მიიღოს, რამდენსაც მოისურვებს. მოგებისთვის კი მხოლოდ სასურველი ნივთის და ფასდაკლებაზე თამაშის არჩევაა საჭირო.
"აქ მოსული მომხმარებელი ნივთის შეძენის შემდეგ ითამაშებს თამაშს. ეს იქნება ფასდაკლებაზე თამაში, სადაც მოიგებს 50 ლარ ფასდაკლებას, ან კიდევ ერთ შეძენილ ნივთზე 6 საჩუქარს ერთდროულად. საახალწლო სოფლები, როგორც უკვე გითხარით, განთავსებულია როგორც რეგიონებში ასევე თბილისში. თბილისში ცენტრალური საახალწლო სოფელი განთავსებულია ბელიაშვილის 8 ნომერში, ასევე ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქეთევან წამებულის 98 ნომერში. ჩვენ არა მარტო თბილისზე, არამედ რეგიონებზეც ვზრუნავთ, შესაბამისად საახალწლო სოფლები განთავსდება გორში, ფოთში ასევე ჩხოროწყუსა და თელავში", - განაცხადა მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" მარკეტინგის მენეჯერმა დიმიტრი აბულაძემ.
"ელექტრონიკას" გრანდიოზული აქციების შესახებ ნათია დავითაშვილმა მეგობრისგან გაიგო. სტუმრად მისულს კი სასიამოვნო გარემო და უამრავი სიურპრიზი დახვდა. როგორც თვითონ ამბობს, პირველი საახალწლო საჩუქარი მას "ელექტრონიკასგან" ერგო.
"ამ აქციის შესახებ ჩემი მეგობრებოისგან გავიგე, ძალიან დამაინტერესა და მოვედი. "ელექტრონიკაში" შევიძინე ტელევიზორი, საჩუქრად კი ტელეფონი მერგო, ძალიან გამიხარდა, "ელექტრონიკამ" მშვენიერი საახალწლო საჩუქარი გამიკეთა. რისთვისაც დიდ მადლობადს ვუხდი", - ნათია დავითაშვილი.
"ელექტრონიკა" მომხმარებლებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს და ფასდაკლების აქციებით ანებივრებს. საახალწლო სოფელში გრანდიოზული აქციების გარდა, "ელექტრონიკის" მაღაზიათა ქსელში მისულ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხვა სასაჩუქრე აქციებითაც და სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას სასურველი საჩუქარი მიიღოს.
"მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში საჩუქარი იქნება ან მტვერსასრუტი ან ხორც საკეპი მანქანა. ასევე არის 10 პროცენტიანი ვაუჩერი, რაც გულისხმობს იმას, რომ ღირებულების 10 პროცენტი მომხმარებელს დაუბრუნდება ვაუჩერის სახით, რასაც 1-დან 15 იანვრის ჩათვლით ჩვეულებრივ ისარგებლებს ამ ვაუჩერით. ლეპტოპის შეძენის შემთხვევაში, არის საჩუქრად მაუსი, როუტერი ან სპიქერი ეს მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ტელევიზორებს, ამ სემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ან კრონშტეინი, ან ტელევიზორის მაგიდა ან კიდევ 10 პროცენტიანი ღირებულების ვაუჩერი", - განაცხადა მაღაზიათა ქსელ "ელექტრონიკას" კონსულტანტმა მაგდა ვაქანიძემ.
მაღაზიათა ქსელმა "ელექტრონიკამ" იზრუნა, რომ საახალწლო გარემო მომხმარებლებისთვის არამარტო თბილისში არამედ რეგიონებშიც შეექმნა. საახალწლო სოფლები 14-დან 31 დეკემბრის ჩათვლით განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე, ფოთში, ჩხოროწყუში, გორსა და თელავში.
R