სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი
ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი

18 დე­კემ­ბერს, მიგ­რან­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა. "ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა", "მიგ­რან­ტის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ჩემი, რო­გორ მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვაა", "შე­წყვი­ტეთ დე­პორ­ტა­ცია" - ამ ლო­ზუნ­გებს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ფე­ნენ. ავ­სტრა­ლი­ის, ავ­სტრი­ის, მექ­სი­კის, აშშ-ის, ეს­პა­ნე­თის, პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მიგ­რან­ტე­ბი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ერ­თდღი­ან შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ას გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ. ისი­ნი ბოლო დროს გახ­ში­რე­ბულ დე­პორ­ტა­ცი­ებ­სა და თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ, ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შემ­ლახ­ველ პრო­ცე­დუ­რებს გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ამ აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე ლე­მონ­ჯა­ვაა.

ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 18 დე­კემ­ბერს, 19.00 სა­ათ­ზე, სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა კლუბ­ში - "არ­სად".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეკა­ტე­რი­ნე ლე­მონ­ჯა­ვამ, იგი­ვე "რო­კე­რამ" სა­ქარ­თვე­ლო მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში და­ტო­ვა. ლე­მონ­ჯა­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" მხარ­დამ­ჭე­რი იყო. შს სა­მი­ნის­ტრო კი უშიშ­რო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მუ­ქა­რი­თა და შან­ტა­ჟით აი­ძუ­ლებ­და. ამის შე­სა­ხებ მან სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. სა­ჰა­ე­რო სივ­რცის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაკ­ვე­თის ბრალ­დე­ბით, პო­ლო­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეკა­ტე­რი­ნე ლე­მონ­ჯა­ვა და­ა­კა­ვეს. ცი­ხის ტი­პის ბა­ნაკ­ში მო­ხედ­რი­ლი ეკა­ტე­რი­ნე ლე­მონ­ჯა­ვას ორ­გა­ნი­ზე­ბით, ცი­ხე­ში შიმ­ში­ლო­ბა 78 ადა­მი­ან­მა და­ი­წყო. აქ­ცია საკ­მა­ოდ რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოდ­გა და მის შე­სა­ხებ თით­ქმის მთელ­მა ევ­რო­პამ შე­ი­ტყო. ლე­მონ­ჯა­ვამ პო­ლო­ნე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ცი­ხე­ში 2 თვე დაჰ­ყო, რის შემ­დე­გაც, მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი

ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი

18 დეკემბერს, მიგრანტების საერთაშორისო დღე განსხვავებულად აღინიშნება. "ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება", "მიგრანტის უფლებების დარღვევა ჩემი, როგორ მოქალაქის უფლებების დარღვევაა", "შეწყვიტეთ დეპორტაცია" - ამ ლოზუნგებს ბევრ ქვეყანაში გამოფენენ. ავსტრალიის, ავსტრიის, მექსიკის, აშშ-ის, ესპანეთის, პოლონეთის მოქალაქეები მიგრანტებისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთდღიან შიმშილობის აქციას გამოაცხადებენ. ისინი ბოლო დროს გახშირებულ დეპორტაციებსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ განხორციელებულ, ღირსებისა და პატივის შემლახველ პროცედურებს გააპროტესტებენ. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკატერინე ლემონჯავაა.

ქართველი მუსიკოსების ინიციატივით, 18 დეკემბერს, 19.00 საათზე, სოლიდარობის ნიშნად, ალტერნატიული მუსიკის კონცერტი გაიმართება კლუბში - "არსად".

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ლემონჯავამ, იგივე "როკერამ" საქართველო მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. ლემონჯავა "ქართული ოცნებას" მხარდამჭერი იყო. შს სამინისტრო კი უშიშროების განყოფილებასთან თანამშრომლობას მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა. ამის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა. საჰაერო სივრცის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით, პოლონეთის სამართალდამცველებმა ეკატერინე ლემონჯავა დააკავეს. ციხის ტიპის ბანაკში მოხედრილი ეკატერინე ლემონჯავას ორგანიზებით, ციხეში შიმშილობა 78 ადამიანმა დაიწყო. აქცია საკმაოდ რეზონანსული გამოდგა და მის შესახებ თითქმის მთელმა ევროპამ შეიტყო. ლემონჯავამ პოლონეთის ადმინისტრაციულ ციხეში 2 თვე დაჰყო, რის შემდეგაც, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, ის საქართველოში დაბრუნდა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა