2013 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა საქართველოს ქალაქებში 3,42 ლარი შეადგინა, აქედან მაქსიმალური მაჩვენებელი - 3,52 ლარი - თბილისში, ხოლო მინიმალური - 3,32 ლარი- ბათუმში დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი, ოქტომბერთან შედარებით, ხაჭაპურის თვითღირებულებამ 2,1%-ით მოიმატა, - აცხადებენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სადაც უკვე წლებია, რაც ხაჭაპურის ინდექსით ქვეყანაში ინფლაციის დონეს ითვლიან.
"ყველის ფასი 4,1%-ით გაიზარდა, რაც ხაჭაპურის ინდექსის ზრდაში მთავარი ფაქტორია. იმავდროულად, 1,9% -ით მოიმატა ფქვილის ღირებულებამაც. სამაგიეროდ, რძისა და კვერცხის ფასები 2,5% და 1%-ით შემცირდა, რამაც შედარებით გაანეიტრალა ხაჭაპურის გაზრდილი თვითღირებულება", - აღნიშნულია ISET -ის კვლევაში.