"ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო სფეროს ვემსახურებით - მომხმარებელს ცოდნასა და განათლებას წიგნების სახით გადავცემთ. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, საჭიროც არ არის", - ამბობს თათია დგებუაძე, წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსი.
- თათია, საახალწლოდ რა სიახლეებია მოსალოდნელი "ბიბლუსში"?
- ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე საინტერესო, იმავდროულად სასიამოვნო და გამორჩეული საჩუქარი, რაც შეიძლება, საყვარელ ადამიანს საახალწლოდ გაუკეთო, წიგნია. ამაში არაფერია ახალი, ასე იყო ჩვენი წინაპრების დროსაც და ეს ტრადიცია ბუნებრივად გრძელდება დღესაც.
სწორედ ამიტომ, წინასაახალწლო სამზადისი "ბიბლუსში" განსაკუთრებულია - ჩვენთან დიდი საახალწლო ფასდაკლებები და სიურპრიზებით სავსე სეზონი დაიწყო: ქსელში წარმოდგენილ უამრავ წიგნზე 50%-მდე ფასდაკლებაა, არის ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა და სქესის მომხმარებლისთვის ცალკე შეფუთული სასაჩუქრე პაკეტები, ასევე საინტერესო წინასაახალწლო სერვისი - "გაუგზავნე საჩუქარი მეგობარს".
გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეუძლია, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი და ისარგებლოს 50%-მდე ფასდაკლებით, ჩვენ მათ ეს პროცესი გავუმარტივეთ და ადგილზე მოსულ მომხმარებელს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტებს ვახვედრებთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომ ფასად შეძლებენ, საჩუქარი გაუკეთონ შვილს, მეუღლეს თუ ოჯახის სხვა წევრს. მაგალითად, გვექნება ასეთი საოჯახო სასაჩუქრე პაკეტი, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო იქნება: "ქართული სამზარეულო" (დისახლისებისთვის), "საშობაო საუნჯე" (ოჯახის პატარა წევრებისთვის), "ბიბლია" - წიგნთა საუნჯე, რომელიც ყველა ქართულ ოჯახში უნდა იყოს. ასევე საბავშვო პაკეტი: შარლ პეროს ხმოვანი ზღაპრები, სახატავი რვეული და 12-ფერიანი მილანის ფლომასტერები. მსგავსი სასაჩუქრე პაკეტების მრავალფეროვანი არჩევანი იქნება წარმოდგენილი "ბიბლუსის" მთელ ქსელში, რომლებიც სეგმენტურად გვაქვს დაყოფილი: საბავშვო პაკეტი გოგონებისა და ბიჭებისთვის, ასაკობრივი ზღვარით 3-დან - 6-წლამდე და 7-დან - 10 წლამდე; ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე არის რამდენიმე სახის საოჯახო პაკეტი.
- რით განსხვავდება "ბიბლუსის" შეთავაზება სხვა წინასაახალწლო შეთავაზებებისგან?
- მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მომხმარებელს წინასაახალწლოდ საინტერესო სერვისს სთავაზობს - მათ, ვისაც უნდა დარჩეს იდუმალ "თოვლის ბაბუად", ამის რეალიზებაში დავეხმარებით.
თბილისის მასშტაბით "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შემოსულ მომხმარებელს შეუძლია, ერთი მოსვლით რამდენიმე საჩუქარი შეიძინოს, შერჩეული საჩუქარი დაგვიტოვოს იქვე, მაღაზიაში და ჩვენი კურიერი საჩუქრის ადრესატს მითითებულ ადგილას მიუტანს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საშუალებაა წინასაახალწლოდ გადატვირთულ რეჟიმში მყოფი მომხმარებლისთვის, რომელიც დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს ყველა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის გაკეთებას. ჩვენ ვიზრუნებთ მათი ახლობლების წინასაახალწლო განწყობის ამაღლებაზე. ვიმედოვნებთ, ამ ინიციატივას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება და სულ მალე, თბილისში გაჩნდებიან სასიამოვნო საჩუქრის გამავრცელებლები.
- როდის იწყება ეს აქცია?
- წინასაახალწლო ფასდაკლება "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით 16 დეკემბრიდან დაიწყება!
ლალი ფაცია, Ambebi.ge