ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი ახალგაზრდა და სიმპათიურ მამაკაცებს ხელიდან არასდროს უშვებს, ამჯერად მის კლანჭებში ქალების გულთამპყრობელი ჟერარ ბატლერი აღმოჩნდა.
ვარსკვლავებმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს; ჟერარის შთამბეჭდავი გარეგნობისა და გალანტურობის გამო, შერონი მის დავიწყებას ვერ ახერხებს და მეგობრების თქმით, ბატლერის ფოტოებს ინტერნეტში შეშლილივით ათვალიერებს.
"შერონი ყველა ხერხით ცდილობს, ჟერარის გარემოცვაში მოხვდეს. მათ ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს - შერონი ჟერარით აღფრთოვანებულია. ბატლერმა სტოუნს უამრავი კომპლიმენტი უთხრა. ბატლერმა აქცენტი ფილმზე "ძირითადი ინსტიქტი" გააკეთა და კოლეგას უთხრა, რომ ასეთი სექსუალური სცენა არასდროს უნახავს", - წერს National Enquirer.
მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.