სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია
კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია

ქარ­თულ ენერ­გე­ტი­კას არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ასე­თი დიდი დარ­ტყმა არ მი­უ­ღია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახი კა­ლა­ძემ პრე­მი­ერ­თან გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო თათ­ბირ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღე­ის­თვის ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია და აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მე­ბი ამ დრომ­დე რჩე­ბა ხუ­ლო­ში, შუ­ა­ხევ­სა და ქე­და­ში, სა­დაც აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა დიდ­თოვ­ლო­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა.

"აჭა­რას აქვს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბის სამი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო, სა­მი­ვე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, კერ­ძოდ რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე გა­წყვე­ტი­ლი. ჩვენ თქვე­ნი და­ვა­ლე­ბით მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ორი 220 კი­ლო­ვოლ­ტი­ა­ნი გა­დამ­ცე­მი ხაზი "პა­ლი­ას­ტო­მი 1" და "პა­ლი­ას­ტო­მი 2" აღ­დგე­ნი­ლია სრულ­ყო­ფი­ლად. პირ­ველ რიგ­ში აღ­ვად­გი­ნეთ თურ­ქე­თი­დან შე­მო­მა­ვა­ლი ხაზი და 40 მე­გა­ვატს ვი­ღებ­დით თურ­ქე­თი­დან, რის­თვი­საც მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ჩემს კო­ლე­გას. ამის გამო მოგ­ვი­წია ბა­თუ­მის გრა­ფიკ­ში ჩას­მა, მაგ­რამ დღეს სრულ­ყო­ფი­ლად მი­ე­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია ბა­თუმს და მის გარ­შე­მო მდე­ბა­რე სოფ­ლებს. პრობ­ლე­მე­ბი რჩე­ბა მხო­ლოდ ქე­და­ში, ხუ­ლო­სა და შუ­ა­ხევ­ში, სა­დაც დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და ად­გილ­ზე მი­უს­ვლე­ლო­ბის გამო ვერ ხერ­ხდე­ბა აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. ჯგუ­ფე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, ტექ­ნი­კა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, სა­ჭი­რო მა­სა­ლა 8 ან­ძის აღ­სად­გე­ნად მზად არის", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცით, აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბას ხუ­ლო­ში, ქე­და­სა და შუ­ა­ხევ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღე დას­ჭირ­დე­ბა. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა სხვა რა­ი­ო­ნებ­ში პრობ­ლე­მე­ბი არ არის და ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აჭა­რა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია

კახა კალაძე - ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია

ქართულ ენერგეტიკას არსებობის მანძილზე ასეთი დიდი დარტყმა არ მიუღია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პრემიერთან გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის ვითარება სტაბილურია და აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრობლემები ამ დრომდე რჩება ხულოში, შუახევსა და ქედაში, სადაც აღდგენითი სამუშაოების წარმოება დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება.

"აჭარას აქვს ელექტროენერგიის მიწოდების სამი ალტერნატიული წყარო, სამივე იყო დაზიანებული, კერძოდ რამდენიმე ადგილზე გაწყვეტილი. ჩვენ თქვენი დავალებით მაშინვე დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, ორი 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი "პალიასტომი 1" და "პალიასტომი 2" აღდგენილია სრულყოფილად. პირველ რიგში აღვადგინეთ თურქეთიდან შემომავალი ხაზი და 40 მეგავატს ვიღებდით თურქეთიდან, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას და ჩემს კოლეგას. ამის გამო მოგვიწია ბათუმის გრაფიკში ჩასმა, მაგრამ დღეს სრულყოფილად მიეწოდება ელექტროენერგია ბათუმს და მის გარშემო მდებარე სოფლებს. პრობლემები რჩება მხოლოდ ქედაში, ხულოსა და შუახევში, სადაც დიდთოვლობისა და ადგილზე მიუსვლელობის გამო ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ჯგუფები მობილიზებულია, ტექნიკა მობილიზებულია, საჭირო მასალა 8 ანძის აღსადგენად მზად არის", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის ინფორმაცით, აღდგენითი სამუშაოების წარმოებას ხულოში, ქედასა და შუახევში დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. როგორც კალაძემ აღნიშნა სხვა რაიონებში პრობლემები არ არის და ელექტრომომარაგება 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გამოცხადებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სრული მობილიზაცია და საჭიროების შემთხვევაში აჭარაში მიმდინარე სამუშაოებში ჯარისკაცები და პოლიციელებიც ჩაერთვებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ