უცხოური ფარმაცევტული კომპანიები საქართველოს ბაზარზე შემოსვლას მომავალი წლიდან გეგმავენ.
"მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად მოვახერხებთ ხარისხის კონტროლის სისტემის ამუშავებას, რომ ბაზარი გაიხსნას და ეს კომპანიები შემოვიდნენ. საუბარია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, უნგრეთისა და ისრაელის ფარმაცევტულ კომპანიებზე",- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
უცხოური ფარამაცევტული კომპანიების შემოსვლას ადგილობრივ კომპანიებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, ქართული კომპანიების ნაწილში მიაჩნიათ, რომ ახალი კომპანიების შემოსვლა კონკურენციას გაზრდის, რაც ფასებზე კლების მიმართულებით აისახება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მედიკამენტების იმპორტისა და უცხოური კომპანიების ზრდა ქართულ ბაზარზე ადგილობრივ წარმოებას შეამცირებს. "მთვარობამ თავდაპირველად ადგილობრივი მედიკამენტების წარმოება უნდა წაახალისოს",- მიაჩნიათ ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9