ვინ ესწრებოდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილის დაბადებას

ვინ ესწრებოდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილის დაბადებას

ექიმ გივი ანდრიაძეს ნიკოლოზად არავინ იცნობს, თუმცა დაბადების მოწმობასა და სხვა საბუთებში ასე წერია. ფარიკაობით გატაცებულმა წლების განმავლობაში არაერთი მნიშ-ვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ახლა ვეტერან სპორტსმენებთან ერთად, 70 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან მოფარიკავეთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. შეჩერებას ამ შედეგზე არ აპირებს და მომავალი წლისთვის უფრო აქტიურად ემზადება პირველობის მოსახვეჭად...

ტიციან ტაბიძის შთამომავალია, კერძოდ, პოეტის ერთადერთი ქალიშვილის ნიტას ვაჟი. მამამისი, ალექსი ანდრიაძე, კარდიოლოგი გახლდათ და თავადაც მისი პროფესია აირჩია. პოეტის ქალიშვილი 2007 წელს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან სიცოცხლის ბოლო წლები იმ ბინაში გაატარა, სადაც ფეხი აიდგა... მის ვაჟს, გივი ანდრიაძეს, სწორედ იმავე ადგილას, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციანის ბინა-მუზეუმში შევხვდით. აქ პოეტი, მისი მეუღლე ნინო მაყაშვილი და ქალიშვილი ნიტა 1921-დან 1937 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდნენ. ტიციანი ბევრი სხვასავით ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააკავეს. 1937 წლის რეპრესიების შემდეგ, მათ ბინაში სხვებიც შეუსახლეს, თუმცა 1957 წელს, პოეტის რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1985 წლიდან პოეტის ბინაში მუზეუმი გაიხსნა და კედლებმა, ნიტა ტაბიძის მითითებით, ძველებური იერი დაიბრუნა. გარშემო პოეტის უამრავი ნივთი და არაერთი ფოტო გაბრუნებს წარსულში. მათ შორის: ავეჯი, ცისფერი ყანწი, კალამი, სამელნე, ჩიბუხი, ჭიქები. იქვეა პიეროსა და კოლომბინას ფიგურები, რომელიც პაოლო იაშვილმა ტიციანსა და მის მეუღლეს ქორწილის დღეს აჩუქა. ამავე ოთახში ინახება ის საათი, რომელიც ტიციანის დაკავების ღამეს 3 საათზე გაჩერდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია...

ქართველი სიმბოლისტი პოეტისა და "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებლის ბინის მისაღები ოთახის მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ "ცისფერყანწელები" და სხვა ცნობილი პოეტები: ბორის პასტერნაკი, სერგეი ესენინი, ნიკოლოზ ტიხონოვი, ვლადიმერ მაიაკოვსკი... კედლებზე კი ტიციანის პორტრეტები და ფოტოებია გამოფენილი. საოჯახო ალბომის დათვალიერების შემდეგ პოეტის შვილიშვილი საკუთარ თავზე, ოჯახსა და წინაპრებზე გვესაუბრება...

გივი ანდრიაძე:

- 1966 წელს სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ასპირანტურა მოსკოვში გავიარე და 1969 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ცნობილი კარდიოლოგის, აკადემიკოს ევგენი ჩაზოვის ხელმძღვანელობით. 10 ივნისს ის 85 წლის გახდება და ამ იუბილეზე დაპატიჟებული ვარ.

თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, შემდეგ ისევ ჩაზოვთან გავემგზავრე. 1989 წელს დავასრულე სადოქტორო დისერტაცია და მოსკოვში კარდიოლოგიის ცენტრში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გავხდი. წლების განმავლობაში თბილისში კარდიოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი. ბოლოს დავაარსე კარდიორეანიმაციული ცენტრი და დღემდე მისი დირექტორი ვარ.

ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ფარიკაობის სექციაზე ანატოლი ფიოდოროვთან ვვარჯიშობდი. თავიდანვე მიმართლებდა, ჯერ ქალაქის პირველობა მოვიგე, შემდეგ 12-14 წლის მოფარიკავეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გავხდი... ამას მოსკოვში "სპარტაკის" პირველობაზე პირველი ადგილი მოჰყვა. სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს ტრიფონ (ბიჭიკო) მესხთან ვვარჯიშობდი და 1961 წელს საბჭოთა კავშირის პირველობა მოვიპოვე. 1962 წელს 19 წლის ასაკში მეორედ გავიმარჯვე საბჭოთა კავშირის პირველობაზე და ეგვიპტეში გავემგზავრე. იქ ბრძოლა ფრანგ მოფარიკავე კურტილიასთან წავაგე, რომელიც მარცხენა ხელით ფარიკაობდა. 20 წლის ასაკში მესამედ მოვიპოვე საბჭოთა კავშირის პირველობა. კურტილიას კიდევ ერთხელ შევხვ-დი ბელგიაში, ქალაქ გენტში. პირველი ბრძოლა ხუთ ჩხვლეტამდე გრძელდება და როგორც მერე გაზეთები წერდნენ, ერთ წუთში ხუთით ერთი მოვუგე, ანუ იმ ერთ წუთში მოწინააღმდეგეს ხუთი ჩხვლეტა მივაყენე. კურტილიას შემდეგ მეორე ბრძოლა წარმატებით დავასრულე და მესამეზე რომ გამემარჯვა, მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი. არ ვიცი, დაძაბულობის ბრალი იყო თუ ნერვული სტრესის, ხელი გამიკავდა და ბრძოლა ბოლომდე ვერ მიმყავდა. არადა, საბჭოთა კავშირიდან "რაპირისტებს" შორის არავის ჰქონია ეს ტიტული მოპოვებული და მე ამ გამარჯვების რეალური კანდიდატი ვიყავი. მასაჟი გამიკეთეს, ცოტა შევისვენე და ბრძოლა განვაახლე. მოწინააღმდეგეს ჩხვლეტა მივაყენე, წი-თელი ნათურა აინთო და ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მომცვივდნენ მწვრთნელი, მეგობრები და ხელში ამიტაცეს. ეს იყო 1963 წლის აპრილი. დიდი ხმაური ატყდა, გავიმარჯვე, ასე გავხდი ახალგაზრდა მოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია