"ბიზნესად ქცეული ტრადიცია"? - რატომ შეაჩერა პატრიარქმა გვარების დალოცვის წესი

"ბიზნესად ქცეული ტრადიცია"? - რატომ შეაჩერა პატრიარქმა გვარების დალოცვის წესი

სამებაში კვირაობით გვარები აღარ დაილოცებიან. გვარების დალოცვის უკვე ტრადიციად ქცეული წესი პატრიარქმა დროებით შეაჩერა.

მიზეზი ილია მეორეს დღევანდელი ქადაგებისას არ დაუკონკრეტებია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გვარების დალოცვის წესი დროებით ჩერდება, რადგან "ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია".

"ამბები.გე" შეეცადა, გაერკვია, რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, თუმცა ამ თემაზე ინფორმაციას არავინ ამჟღავნებს.

როგორც ცნობილია, გვარების დალოცვის თემაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, დასალოც გვართა სიაში მოსახვედრად ცალკეული პირები გარკვეული ოდენობის თანხას იხდიდნენ და ეს საკითხი "ერთგვარ ბიზნესად" გადაიქცა.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ვერსია, დანამდვილებით არავინ იცის. თუმცა, ეჭვის საფუძველი ბუნებრივია, არსებობს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გვარების დალოცვის შეჩერების მიზეზის დაკონკრეტებისგან დღეს პატრიარქმაც თავი შეიკავა.

საკვირაო ქადაგების დასასრულს დღეს ბოლოჯერ დაილოცნენ გვარები - პაიჭაძე, მიქაუტაძე, სებისკვერაძე, ბირკაია, ასლანიშვილი, მაზიაშვილი, მიროტაძე, ქიმერიძე, ღვინიანიძე, მუსერიძე, იზორია, გელენიძე და დადვანი.

ნინო წივწივაძე

ამბები.გე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია