რუსული ესტრადის ვარსკვლავურმა წყვილმა, ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა თავიანთი 3 თვის ტყუპი მონათლეს. ნათლობისთვის მშობლები მთელი კვირით ადრე მოემზადნენ. შეიძინეს გოგონასა და ბიჭის ნათლობის ტანსაცმელი, დეტალები კი ღვთისმსახურებთან შეათანხმეს. შესათანხმებელი საკითხები მართლაც არსებობდა, რადგან წყვილმა ნათლობის ცერემონიის გამართვა საკუთარ სახლში მოისურვა.
საშინაო ნათლობის მიზეზი ცერემონიის მიმართ მასმედიის გადაჭარბებული ყურადღება გახდა. პატარები რომ პაპარაცების ობიექტივისგან დაეცვათ, ნათლობა წყვილის ციხესიმაგრეში შედგა, რომელიც მოსკოვისპირა დაბა გრიაზში მდებარეობს.
როგორც აღმოჩნდა, მართლმადიდებელ ეკლესიას საშინაო პირობებში ნათლობის გამართვასთან დაკავშირებით კანონიკური აკრძალვები არ გააჩნია. სასულიერო პირებს კი მსგავსი გამოცდილებაც აღმოაჩნდათ. თურმე საშინაო პირობებში ნათლობებს უფრო ზამთრის სეზონზე მართავენ, როცა მშობლებს პატარას გარეთ გამოყვანის ეშინიათ. განათვლა კი არა ემბაზში არამედ ჩვეულებრივ აბაზანაში ხდება.
ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს ტყუპი, ლიზა და ჰარი სუროგატმა დედამ გაუჩინა.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.