ბელგიის სენატმა არასრულწლოვნებისთვის ევთანაზიის კანონი მოიწონა

ბელგიის სენატმა არასრულწლოვნებისთვის ევთანაზიის კანონი მოიწონა

ბელგიის სენატმა არასრულწლოვნებისთვის ევთანაზიის კანონს მხარი დაუჭირა. ახლა მისი ძალაში შესასვლელად საჭიროა პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა, რომელიც ამ საკითხს 2014 წლის გაზაფხულზე განიხილავს.

მისი მიღების საკითხს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, რადგან ყველა ბელგიური პარტიიდან ამ კანონის წინააღმდეგ მხოლოდ ქრისტიან დემოკრატების პატარა ფრაქცია გამოვიდა.

კანონი ითვალისწინებს არასრულწლოვნების უფლებას მათი მშობლების თანხმობით ან ბავშვის ქმედუუნარობის შემთხვევაში მხოლოდ მშობლების გადაწყვეტილებით - შეიტანონ თხოვნა ევთანაზიაზე.

ეს თხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი უკურნებელი სენითაა დაავადებული და "მუდმივ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას განიცდის", რომელთა "შემსუბუქებაც შეუძლებელია".

აუცილებელია ასევე ფსიქოლოგის დასტური, რომ ბავშვი "ამ გადაწყვეტილების შედეგებს სრულად აცნობიერებს".

ბელგიის მაცხოვრებლები კანონს მხარს უჭერენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ბელგიაში ევთანაზიის პრაქტიკას მკაცრი სამედიცინო კონტროლის შემთხვევაში მოსახლეობის 75%-მდე უჭერს მხარს.

მომზადებულია itar-tass-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა