''გრძნობა განელებული რომ არ ყოფილიყო, ახლაც ერთად ვიქნებოდით'' ...

''გრძნობა განელებული რომ არ ყოფილიყო, ახლაც ერთად ვიქნებოდით'' ...

''იმედის'' არხზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალი სერიალი ''ჩვენი ამბავი'' , რომელმაც ''შუა ქალაქში'' ჩანაცვლა. ესეც სიტუაციური კომედიაა, დაკომპლექტებული სხვა მსახიობებით და განსხვავებული სცენარით.

''ჩვენს ამბავში'' ერთ-ერთ მთავარ როლს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ტატო ჩახუნაშვილი ასრულებს, რომელსაც მაყურებელი სულ ცოტა ხანში ''ჯი-დი-ეს'' -ზეც იხილავს. მანამდე კი მასთან ჩაწერილ შემოქმედებით ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც პირადი დეტალებითაცაა გაჯერებული. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტატოს და ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ მაკა ძაგანიას რამდენიმე წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, დაშორების თემაზე და ზოგადად, წყვილის ურთიერთობაზე თავად ტატო გესაუბრებათ.

- სერიალში ვთამაშობ მწერალ ზურა თარხან-მოურავს, რომელიც თავის დროზე წარმატებული გახლდათ, მაგრამ ახლა შემოქმედებითი კრიზისი აქვს და ვერაფრის დიდებით ვერ წერს მეორე წიგნს, ეს კი განპირობებულია იმით, რომ ცოლთან აქვს პრობლემები, ბევრჯერ დაშორდნენ, შერიგდნენ, ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ხელიც კი გააწერეს, თუმცა მაყურებელს ვეტყვი, რომ სიურპრიზი ელოდება - ქეთი და ზურა შერიგდებიან, ხელსაც მოაწერენ და თაფლობის თვის გასატარებლად ეგვიპტეშიც წავლენ.

- რეალურად რამდენად აისახება თქვენი პირადი პრობლემები შემოქმედებაზე?

- თავისთავად აისახება. სცენარი ციდან ჩამოვარდნილი ამბებით არ იწერება, სცენარისტები კონკრეტულ ადამიანებზე არ წერენ, მაგრამ სცენარში ბევრი ისეთი ფაქტია ჩადებული, რაც რეალობასთან ახლოსაა. ცხოვრება დალაგებულად და დაწყობილად არ მიდის, როცა პრობლემა და საფიქრალი გაქვს, ეს შენი ნამუშევრის ხარისხსაც ეტყობა და ამას ალბათ მაყურებელიც გრძნობს და ხვდება.

- რა საერთო აქვთ ტატოსა და ზურას, ანუ თქვენ და თქვენს გმირს?

- საერთო გვაქვს ის, რომ მასაც და მეც ძალიან კარგი მეგობრები გვყავს, პირადად მე ვამაყობ მათით. ზურას, ისევე როგორც მე, მეგობრები გაჭირვებაშიც და ლხინშიც გვერდით უდგანან და ბევრ ისეთ რამეს უკეთებენ, რაც მან შეიძლება, არც კი იცის, მაგრამ ისინი ცდილობენ, ჩემს გმირს ბედნიერად აგრძნობინონ თავი და მდგომარეობიდან გამოიყვანონ. კიდევ საერთო გვაქვს ის, რომ ორივეს გვიყვარს წიგნის კითხვა, ამ შემთხვევაში ზურას წიგნის წერაც მოსწონს, მაგრამ ტატო ამისგან შორსაა. ზურას უყვარს დალევა, მეც, ისევე როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ზურა თუ შეყვარებულია, ძალიან ერთგულია, ორიენტირებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე და არ ცდილობს სხვასთან ურთიერთობის გაბმას, მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა სხვა ქალთან კონტაქტის დამყარების მცდელობა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და დაანება თავი. მეც, თუ შეყვარებული ვარ, მიყვარს და ვუერთგულებ მას ბოლომდე, თუმცა ამ ეტაპზე არ ვარ შეყვარებული და ამ საკითხში ჩემს გმირს ვერ დავემთხვევი.

- შაბათ-კვირას ათ საათზე, ''ჩვენი ამბის'' პარალელურად, გადის ძალიან რეიტინგული სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' , ამის ფონზე შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი გამოხმაურება აქვს თქვენს სერიალს?

- საქართველოში ძალიან ძნელია თავის დამკვიდრება, ''შუა ქალაქში'' ჩაანაცვლა სერიალმა ''ჩვენი ამბავი'' და ეს ცვლილება მაყურებელმა საკმაოდ რთულად მიიღო. თუმცა მერე და მერე აშკარად წამოვიდა სითბო, მაგრამ თავიდან ასე არ იყო, ახლა სულ სხვაგვარ სტატუსებს წერენ და სხვაგვარი გამოხმაურება აქვს. ''ჩემი ცოლის დაქალებს'' თავისი მაყურებელი ჰყავს, ჩვენ კი ჩვენი, პირადად მე ძალიან იშვიათად ვუყურებ ქართულ სერიალებს, მაგრამ რომელს აირჩევს ადამიანი, ეს უკვე მის განწყობაზეა დამოკიდებული, სხვადასხვა არხი იმისთვის არსებობს, რომ რაც უნდათ, იმას უყურონ. უბრალოდ, ქართველი მაყურებელი ძალიან პრეტენზიულია და ვერ იტანს ცვლილებებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება