რა სთხოვა ვანო მერაბიშვილმა მოსამართლეს

რა სთხოვა ვანო მერაბიშვილმა მოსამართლეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ საათნახევრიანი შესვენება, ვანო მერაბიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ გამოაცხადა.

მერაბიშვილმა მოსამართლეს ორი შუამდგომლობით მიმართა. ყოფილი პრემიერი ბარბაქაძეს სთხოვდა, პროცესი გადაედო, რათა მას შესძლებოდა პროცესზე დასწრება და თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებდა, მაშინ 2 საათიანი შესვენება გამოეცხადებინა. მიზეზად მერაბიშვილმა წერილშივე განმარტა, რომ ამ დროის განმავლობაში მისი ადვოკატი ციხეში უნდა შესულიყო და მასთან ის შეკითხვები შეეთანხმებინა, რომელიც მერაბიშვილს სურდა, რომ დაცვის ადვოკატს მოწმეებისთვის დაესვა სასამართლო პროცესზე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ 6 მოწმე წარმოადგინა, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. მოწმეები დასაქმების პროგრამასა და ე.წ კვარიათის ეპიზოდზე იკითხებიან.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა