ვინ პარავდა ელიზაბეტ II-ს თხილს?

ვინ პარავდა ელიზაბეტ II-ს თხილს?

ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ დედოფალ ელიზაბეტ II-ს მცველები თხილს პარავდნენ. ამის შესახებ გაზეთ News of the World-ის რეპორტიორების კლაივ გუდმანისა და ენდი კოულსონის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო პროცესზე ითქვა. ჟურნალისტებს ბრალი ედებათ სამეფო ოჯახის უკანონო თვალთვალში.

კერძო ცხოვრებაში ჩარევის დასტურად, სასამართლო პროცესზე წაიკითხეს წერილი, სადაც ჟურნალისტი დაცვის თანამშრომლების მავნე ჩვევებზე წერს:

"ელიზაბეტ II განრისხებული იყო იმით, რომ დაცვის წევრები იპარავენ თხილს და სხვა მშრალ საკვებს, რომელიც დედოფლისთვის სპეციალურ თასებზე დევს და ბუკინგემის სასახლის დერეფნებშია განთავსებული. ამ ფაქტმა დედოფალი მწყობრიდან იმდენად გამოიყვანა, რომ მან თასებზე ადგილების მონიშვნა დაიწყო, რათა ნათელი გამხდარიყო, როგორ იკლებდა შიგთავსის რაოდენობა", - წერდა ჟურნალისტი.

რეპორტიორის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაციამ პირად მცველებს ოფიციალურად მიმართა, რომ თხილი თასებიდან არ აეღოთ.

"დაცვის ყველა წევრს გაეგზავნა შენიშვნის წერილი, რომელშიც თხოვდნენ, რომ არ ჩაეყოთ თავიანთი ბინძური ხელები თასში" - აღნიშნულია ჟურნალისტის წერილში.

წერილის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ, მოსამართლემ იან ედმონდსმა ხუმრობით აღნიშნა, რომ "მცველების დანაშაული არ დამტკიცდა".

რეპორტიორების წინააღმდეგ კი სასამართლო პროცესი გრძელდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა