მაიდანზე ამ დროისთვის 4 ათასამდე მომიტინგეა შეკრებელი

მაიდანზე ამ დროისთვის 4 ათასამდე მომიტინგეა შეკრებელი

მაიდანზე საპროტესტო აქციას ამ დროისთვის დაახლოებით 4 ათასამდე მომიტინგე აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებს წუხელ, ქალაქის ცენტრში მასობრივი ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული არც ერთი კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

"ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი კვლავ დამოუკიდებლობის მოედანზეა თავმოყრილი", - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ კიევში ღამის საათებში წესრიგს დაახლოებით 1900 სამართალდამცავი იცავს.

ამასთან, უკრაინული "პრავდას" ინფორმაციით, წუხელ მაიდანზე 10 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან შობამდე იდგნენ.

მომზადებულია interfax.com.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა