სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით უსუფაშვილი - მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო
დავით უსუფაშვილი - მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო

მე არ ვარ სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე, რომ ვინ­მე კუ­თხე­ში და­ვა­ყე­ნო და შე­დეგს ამით მი­ვაღ­წიო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა გუ­შინ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, მან ჯაჭვლი­ა­ნის­თვის მიკრო­ფო­ნის გა­მორ­თვის გან­კარ­გუ­ლე­ბა გუ­შინ მა­შინ­ვე გას­ცა, რო­გორც კი დე­პუ­ტა­ტის გა­მოს­ვლა და­საშ­ვებ ფარ­გლებს გას­ცდა.

"მე მივ­მარ­თავ ყვე­ლას, რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბას, ისე უმ­ცი­რე­სო­ბას, გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ყვე­ლამ გა­მო­ვი­ტა­ნოთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი. უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­ვი­აზ­როთ, რომ ჩვენ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვართ. უმ­რავ­ლე­სო­ბას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მოთ­მე­ნა გვე­კის­რე­ბა, რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს, რად­გან ქვეყ­ნის ბედი გვა­ბა­რია", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

ამას­თან, მან უმ­ცი­რე­სო­ბა­საც მი­მარ­თა, რათა "კარ­გად გა­ი­აზ­რონ და თუ სურთ გა­და­ახ­ვი­ონ წინა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მე­ბი და გა­მოს­ვლე­ბი, რო­დე­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რს შე­საძ­ლოა გას­ჩე­ნო­და იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მძი­მე გან­წყო­ბა, რაც ალ­ბათ გია ბა­რა­მი­ძეს გუ­შინ გა­უჩ­ნდა".

"მე არ ვარ სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე, რომ ვინ­მე კუ­თხე­ში და­ვა­ყე­ნო და ამით შე­დეგს მი­ვაღ­წიო. იმ მო­მენ­ტში რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, მე და­ვი­წყე მოქ­მე­დე­ბა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა არც ერ­თმა მხა­რემ. თუ ხვალ და ზეგ მსგავ­სი რამ გან­მე­ორ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, მა­შინ მე არ მი­ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მა­შინ კა­ნო­ნი ჩა­ერ­თვე­ბა ამ საქ­მე­ში. კა­ნონ­ში წე­რია ბევ­რი რამ, ჩხუ­ბი ქუ­ჩა­ში იქ­ნე­ბა თუ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შიგ­ნით, ეს არის დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა. მე აქ აღ­მზრდე­ლო­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბით ვერ ვიქ­ნე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მან მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რომ ხვა­ლი­დან მუ­შა­ო­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლონ. "გუ­შინ­დე­ლი დღე და­ვი­ვი­წყოთ, რო­გორც სა­მარ­ცხვი­ნო დღე პარ­ლა­მენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში", - დას­ძი­ნა მან.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა ითხოვს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ღიად და მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია გუ­შინ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე მო­ახ­დი­ნოს დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"ნუ ბლა­ტა­ობ, შე ჩმო­რო" - ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი პარ­ლა­მენ­ტში

სოსო ჯაჭვლი­ა­ნის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გია ბა­რა­მი­ძეს­თან ჩხუ­ბის შემ­დეგ

გოკა გა­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ჯაჭვლი­ან­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დავით უსუფაშვილი - მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო

დავით უსუფაშვილი - მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო

მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო და შედეგს ამით მივაღწიო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ აღნიშნა, მან ჯაჭვლიანისთვის მიკროფონის გამორთვის განკარგულება გუშინ მაშინვე გასცა, როგორც კი დეპუტატის გამოსვლა დასაშვებ ფარგლებს გასცდა.

"მე მივმართავ ყველას, როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას, გუშინდელი დღიდან ყველამ გამოვიტანოთ გაკვეთილები. უმრავლესობამ გავიაზროთ, რომ ჩვენ უმრავლესობა ვართ. უმრავლესობას მეტი პასუხისმგებლობა და მოთმენა გვეკისრება, რაც არ უნდა ხდებოდეს, რადგან ქვეყნის ბედი გვაბარია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მან უმცირესობასაც მიმართა, რათა "კარგად გაიაზრონ და თუ სურთ გადაახვიონ წინა პარლამენტის სხდომები და გამოსვლები, როდესაც უმრავლესობის რამდენიმე წევრს შესაძლოა გასჩენოდა იმაზე გაცილებით მძიმე განწყობა, რაც ალბათ გია ბარამიძეს გუშინ გაუჩნდა".

"მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო და ამით შედეგს მივაღწიო. იმ მომენტში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მე დავიწყე მოქმედება და ამის საშუალება არ მომცა არც ერთმა მხარემ. თუ ხვალ და ზეგ მსგავსი რამ განმეორდება პარლამენტში, მაშინ მე არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, მაშინ კანონი ჩაერთვება ამ საქმეში. კანონში წერია ბევრი რამ, ჩხუბი ქუჩაში იქნება თუ პარლამენტის შენობის შიგნით, ეს არის დასჯადი ქმედება. მე აქ აღმზრდელობითი სამუშაოებით ვერ ვიქნები დაკავებული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, მან მიმართა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ხვალიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ. "გუშინდელი დღე დავივიწყოთ, როგორც სამარცხვინო დღე პარლამენტის ცხოვრებაში", - დასძინა მან.

საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ასევე მოახდინოს დროული და ადეკვატური რეაგირება.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში

სოსო ჯაჭვლიანის პირველი კომენტარი გია ბარამიძესთან ჩხუბის შემდეგ

გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა