სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლარის ვარდნის გამო საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო
ლარის ვარდნის გამო საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე ფა­სის ზრდა და­ი­წყო. ცვლი­ლე­ბებს იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ას უკავ­ში­რე­ბენ, თუმ­ცა ამის­თვის რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ებს არ აქვთ. საწ­ვა­ვის ფას­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ბოლო დროს დიდი ცვლი­ლე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ხოლო ბოლო 2 დღეა ბენ­ზი­ნი სუ­ლაც იაფ­დე­ბა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა ლა­რის კურ­სის ვარ­დნას უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ამის აღი­ა­რე­ბა იმ­პორ­ტი­ო­რებს რა­ტომ­ღაც არ სურთ.

10 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, ბენ­ზი­ნის ფასი 1 ტო­ნა­ზე 939,0 დო­ლარს შე­ად­გენს, რაც წინა დღის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 10 დო­ლა­რით ნაკ­ლე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა დი­ზელს (დ-62), მისი ფასი 920,0 დო­ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, ხოლო 1 ტ მა­ზუ­თის ფასი 614,25 დო­ლა­რია.

ჯერ­ჯე­რო­ბით ფას­მა მო­ი­მა­ტა "გალ­ფი­სა" და "ვი­სო­ლის" ქსე­ლებ­ში. ალ­ბათ ტენ­დენ­ცია წლის ბო­ლომ­დე სხვა კომ­პა­ნი­ებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ქარ­თვე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, საწ­ვა­ვის ფასი ახლო მო­მა­ვალ­შიც მო­ი­მა­ტებს.

ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის "გალ­ფი" პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც ქსელ­ში საწ­ვა­ვი გა­აძ­ვი­რა. კომ­პა­ნი­ის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფას­მა 3-4 თეთ­რით მო­ი­მა­ტა.

დღე­ი­სათ­ვის, 1 ლიტ­რი "რე­გუ­ლა­რის" მარ­კის ბენ­ზი­ნი 2,02 ლარი ღირს, "ევ­რო­რე­გუ­ლა­რი" - 2,05 თეთ­რი, "პრე­მი­უ­მის" მარ­კის ბენ­ზი­ნი კი 2 თეთ­რით გაძ­ვირ­და და 1 ლიტ­რი 2.19 ლარი ღირს. დი­ზე­ლის ფასი არ შეც­ვლი­ლა.

"გალფ­ში" სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზეზ­ზე ღიად არ სა­უბ­რო­ბენ. კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ბენ­ზი­ნის ფა­სის ზრდას უკავ­შირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებ­ზე დო­ლა­რის კურ­სის გავ­ლე­ნას, "გალფ­ში" ამ ფაქ­ტორს გა­მო­რი­ცხა­ვენ.

სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, "რე­ზო­ნან­სი" სხვა კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­საც შე­ე­ცა­და, თუმ­ცა ფა­სებ­ზე სა­უ­ბარს მათი დიდი ნა­წი­ლი მო­ე­რი­და. "რომ­პეტ­როლ­ში" გა­ნა­ცხა­დეს, რომ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბი ჯერ არ გა­უძ­ვი­რე­ბი­ათ და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე წი­ნას­წარ არ სა­უბ­რო­ბენ.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა გან­მარ­ტე­ბით, სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის ტენ­დენ­ცი­ას, ასე­ვე ლა­რის გაც­ვლი­თი კურ­სის მერ­ყე­ო­ბას.

"დღეს­დღე­ო­ბით ფასი ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას არ აქვს გაზ­რდი­ლი. ცვლი­ლე­ბა, რაც ორი კომ­პა­ნი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და, უმ­ნიშ­ვნე­ლოა. კვლავ და­ბა­ლი რჩე­ბა ფა­სე­ბი არაბ­რენ­დი­რე­ბულ სად­გუ­რებ­ში, სა­დაც სულ სხვა ვი­თა­რე­ბაა. გაძ­ვი­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სებს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბა­მაც იქო­ნია.

საწ­ვა­ვის ფას­წარ­მოქ­მნა­ზე, სხვა ფქა­ტო­რებ­თან ერ­თად, გავ­ლე­ნას ახ­დენს ასე­ვე ვა­ლუ­ტის გაც­ვლი­ლით კურ­სი (დო­ლა­რი ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში), ვი­ნა­ი­დან საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი­სას გა­რი­გე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა დო­ლა­რებ­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ლარი საკ­მა­ოდ და­ე­ცა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია.

არ­სე­ბობს მე­ო­რე პრო­დუქ­ტი - ავ­ტო­გა­ზი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა და მისი მოხ­მა­რე­ბა მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა. ეს, ძი­რი­თა­დად, ბენ­ზი­ნის გაძ­ვი­რე­ბის გამო ხდე­ბა.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, საწ­ვა­ვის ფას­მა ზრდა გა­ნაგ­რძოს და ანა­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც", - აცხა­დებს ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ზო­გა­დად, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ნავ­თო­ბის ფასი ალ­ბათ კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მა­ღალ ნიშ­ნულ­ზე იქ­ნე­ბა შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო: ნავ­თობ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­დან და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა დღე­ის­თვის გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია ად­რე­ულ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

ანა­ლი­ტი­კო­სი ბექა კე­მუ­ლა­რია გან­მარ­ტავს, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის ზრდა ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა და ხში­რად კომ­პა­ნი­ე­ბი ფა­სე­ბის ცვლას ერ­თნა­ი­რად ახ­დე­ნენ, რაც არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"ვა­ლუ­ტის კურ­სი პირ­და­პირ არის მიბ­მუ­ლი საწ­ვა­ვის ფას­ზე, რად­გან შეს­ყიდ­ვა ხდე­ბა დო­ლარ­ში. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს 3-4-თეთ­რი­ა­ნი ზრდა სა­ვა­ლუ­ტო ცვლი­ლე­ბებს, კომ­პა­ნი­ამ თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს. იმ­პორ­ტი­ო­რებს შე­უძ­ლი­ათ საწ­ვა­ვის ფასი თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრონ, მით უმე­ტეს, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ არის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია. ოლი­გო­პო­ლი­ურ კომ­პა­ნი­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ მხო­ლოდ არაბ­რენ­დი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა წილი ბა­ზარ­ზე 10 პრო­ცენტს არ აღე­მა­ტე­ბა", - ამ­ბობს კე­მუ­ლა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მსოფ­ლიო ფასს, მისი თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, ირა­ნის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

"ჩვენ­თან, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ფა­სის შემ­ცი­რე­ბა (თუ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე და­ფიქ­სირ­და) რამ­დე­ნი­მე თვე სჭირ­დე­ბა. გაძ­ვი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, კომ­პა­ნი­ე­ბი ფას­ზე მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რე­ბენ. ამ ფაქტს არ აქვს სხვა ახ­სნა, გარ­და იმი­სა, რომ იმ­პორ­ტი­ო­რებს არ სურთ, გან­სა­ზღვრულ მო­გე­ბას ჩა­მორ­ჩნენ", - აღ­ნიშ­ნა ბექა კე­მუ­ლა­რი­ამ "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლარის ვარდნის გამო საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო

ლარის ვარდნის გამო საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო

საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა დაიწყო. ცვლილებებს იმპორტიორები საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას უკავშირებენ, თუმცა ამისთვის რეალური საფუძველი კომპანიებს არ აქვთ. საწვავის ფასში საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დროს დიდი ცვლილება არ შეინიშნება ხოლო ბოლო 2 დღეა ბენზინი სულაც იაფდება. დიდი ალბათობით, საქართველოში საწვავის ფასის ზრდა ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება, მაგრამ ამის აღიარება იმპორტიორებს რატომღაც არ სურთ.

10 დეკემბრის მდგომარეობით, ბენზინის ფასი 1 ტონაზე 939,0 დოლარს შეადგენს, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 10 დოლარით ნაკლებია. რაც შეეხება დიზელს (დ-62), მისი ფასი 920,0 დოლარით განისაზღვრა, ხოლო 1 ტ მაზუთის ფასი 614,25 დოლარია.

ჯერჯერობით ფასმა მოიმატა "გალფისა" და "ვისოლის" ქსელებში. ალბათ ტენდენცია წლის ბოლომდე სხვა კომპანიებშიც გაგრძელდება. ქართველი ანალიტიკოსების ვარაუდით, საწვავის ფასი ახლო მომავალშიც მოიმატებს.

ქართულ კომპანიებს შორის "გალფი" პირველია, რომელმაც ქსელში საწვავი გააძვირა. კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-4 თეთრით მოიმატა.

დღეისათვის, 1 ლიტრი "რეგულარის" მარკის ბენზინი 2,02 ლარი ღირს, "ევრორეგულარი" - 2,05 თეთრი, "პრემიუმის" მარკის ბენზინი კი 2 თეთრით გაძვირდა და 1 ლიტრი 2.19 ლარი ღირს. დიზელის ფასი არ შეცვლილა.

"გალფში" საფასო ცვლილების რეალურ მიზეზზე ღიად არ საუბრობენ. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი "რეზონანსთან" საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ფასების ცვლილება მსოფლიო ბაზარზე ბენზინის ფასის ზრდას უკავშირდება. რაც შეეხება ფასებზე დოლარის კურსის გავლენას, "გალფში" ამ ფაქტორს გამორიცხავენ.

საფასო ცვლილებებთან დაკავშირებით, "რეზონანსი" სხვა კომპანიებთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ფასებზე საუბარს მათი დიდი ნაწილი მოერიდა. "რომპეტროლში" განაცხადეს, რომ ნავთობპროდუქტები ჯერ არ გაუძვირებიათ და სამომავლო გეგმებზე წინასწარ არ საუბრობენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა განმარტებით, საფასო ცვლილებების მიზეზი უკავშირდება როგორც საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას, ასევე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას.

"დღესდღეობით ფასი ყველა კომპანიას არ აქვს გაზრდილი. ცვლილება, რაც ორი კომპანიის მიერ განხორციელდა, უმნიშვნელოა. კვლავ დაბალი რჩება ფასები არაბრენდირებულ სადგურებში, სადაც სულ სხვა ვითარებაა. გაძვირება, ძირითადად, საერთაშორისო ფასებს უკავშირდება, თუმცა გარკვეული გავლენა ლარის კურსის მერყეობამაც იქონია.

საწვავის ფასწარმოქმნაზე, სხვა ფქატორებთან ერთად, გავლენას ახდენს ასევე ვალუტის გაცვლილით კურსი (დოლარი ლართან მიმართებაში), ვინაიდან საწვავის იმპორტისას გარიგება ხორციელდება დოლარებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ლარი საკმაოდ დაეცა დოლართან მიმართებაში, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია.

არსებობს მეორე პროდუქტი - ავტოგაზი, რომლის ღირებულება არ შეცვლილა და მისი მოხმარება მაღალ ნიშნულზეა. ეს, ძირითადად, ბენზინის გაძვირების გამო ხდება.

არ არის გამორიცხული, საწვავის ფასმა ზრდა განაგრძოს და ანალოგიური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ სხვა კომპანიებიც", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი და დასძენს, რომ ზოგადად, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ალბათ კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იქნება შემდეგი გარემოებების გამო: ნავთობზე მაღალი მოთხოვნილებიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილური ვითარებიდან გამომდინარე.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნავთობის მოპოვება დღეისთვის გაცილებით ძვირია ადრეულ პერიოდთან შედარებით და მომავალშიც ასე იქნება.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, რომ ქართულ ბაზარზე ფასების ზრდა ვალუტის კურსის ცვალებადობას უკავშირდება და ხშირად კომპანიები ფასების ცვლას ერთნაირად ახდენენ, რაც არაჯანსაღი კონკურენციითაა გამოწვეული.

"ვალუტის კურსი პირდაპირ არის მიბმული საწვავის ფასზე, რადგან შესყიდვა ხდება დოლარში. რამდენად შეესაბამება ეს 3-4-თეთრიანი ზრდა სავალუტო ცვლილებებს, კომპანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს. იმპორტიორებს შეუძლიათ საწვავის ფასი თავიანთი სურვილის მიხედვით განსაზღვრონ, მით უმეტეს, ქართულ ბაზარზე არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ოლიგოპოლიურ კომპანიებს კონკურენციას უწევენ მხოლოდ არაბრენდირებული კომპანიები, რომელთა წილი ბაზარზე 10 პროცენტს არ აღემატება", - ამბობს კემულარია.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასს, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ცვლილებები, ძირითადად, ირანის მოვლენებს უკავშირდება.

"ჩვენთან, როგორც ხდება ხოლმე, ფასის შემცირება (თუ ის საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა) რამდენიმე თვე სჭირდება. გაძვირების შემთხვევაში კი, კომპანიები ფასზე მყისიერად რეაგირებენ. ამ ფაქტს არ აქვს სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ იმპორტიორებს არ სურთ, განსაზღვრულ მოგებას ჩამორჩნენ", - აღნიშნა ბექა კემულარიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ