სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე მოეწყო
მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე მოეწყო

მოს­კო­ვის გამ­ზი­რის და­სა­წყის­ში მი­უ­სა­ფარ­თათ­ვის დღეს სა­ღა­მოს პირ­ვე­ლი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ე­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე უკვე დად­გმუ­ლია 4 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კა­რა­ვი, სა­დაც 80 მი­უ­სა­ფა­რის გან­თავ­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარ­ვე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია შე­შის ღუ­მე­ლით, სა­წო­ლე­ბით, ლე­ი­ბე­ბით, პლე­დე­ბი­თა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ით.

ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდა 80-კა­ცი­ა­ნი კა­რა­ვი, რო­მე­ლიც სა­სა­დი­ლო ოთა­ხის ფუნ­ქცი­ით და­იტ­ვირ­თე­ბა. და­მა­ტე­ბით, ხვალ დი­ლი­დან აქვე გან­თავ­სდე­ბა კო­ტე­ჯე­ბი მედ­პუნ­ქტი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­სა­წყო­ბად. და­წეს­დე­ბა მო­რი­გე­ო­ბაც იმი­სათ­ვის, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყოს წეს­რი­გი და ოპე­რა­ტი­ულ რე­ჟიმ­ში გა­და­წყდეს წა­მოჭ­რი­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­შე­საფ­რის მო­წყო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, თავ­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა, ეკო­ნო­მი­კი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი (112).

დღეს ღა­მი­დან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი უკვე და­ი­წყე­ბენ მი­უ­სა­ფა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში მიყ­ვა­ნას და გან­თავ­სე­ბას.

გარ­და სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი­სა, მი­უ­სა­ფარ­თა დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა ყვე­ლა იმ საქ­ველ­მოქ­მე­დო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თუ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­თაც ამ ადა­მი­ან­თა მხარ­და­ჭე­რა სურთ. მათ შე­უძ­ლი­ათ საკ­ვე­ბით, ტან­საც­მლი­თა თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით და­ეხ­მა­რონ თავ­შე­სა­ფარ­ში გან­თავ­სე­ბულ მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ა­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე მოეწყო

მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის გამზირზე მოეწყო

მოსკოვის გამზირის დასაწყისში მიუსაფართათვის დღეს საღამოს პირველი თავშესაფარი მოეწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მოსკოვის გამზირზე უკვე დადგმულია 4 საცხოვრებელი კარავი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი. უწყების ინფორმაციით, კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით.

ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება. დამატებით, ხვალ დილიდან აქვე განთავსდება კოტეჯები მედპუნქტისა და სამზარეულოს მოსაწყობად. დაწესდება მორიგეობაც იმისათვის, რომ ტერიტორიაზე იყოს წესრიგი და ოპერატიულ რეჟიმში გადაწყდეს წამოჭრილი ყველა საკითხი.

სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).

დღეს ღამიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე დაიწყებენ მიუსაფარი ადამიანების თავშესაფარში მიყვანას და განთავსებას.

გარდა სამთავრობო უწყებებისა, მიუსაფართა დახმარების შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, რომელთაც ამ ადამიანთა მხარდაჭერა სურთ. მათ შეუძლიათ საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარონ თავშესაფარში განთავსებულ მიუსაფარ ადამიანებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია