საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლის, ალექსანდრე ქართველიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს, თვითმკვლელობამდე ან თვითმკველობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით.
ალექსანდრე ქართველიშვილი გარდაცვლილი 2013 წლის 10 დეკემბერს ნახეს. პოლიციის თანამშრომლის სუიციდის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.