200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს

200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს

ამბიციური პროექტის Mars One-ის ავტორებმა, რომლის მიზანი მარსზე კოლონიზაციაა, 200 000-ზე მეტი განცხადება მიიღეს მოხალისეებისგან, რომელთაც წითელ პლანეტაზე დასახლება სურთ. ამის შესახებ პროექტის გენერალურმა დირექტორმა ბას ლენსდორფმა განაცხადა.

პროექტის საიტზე ნათქვამია, რომ განაცხადი 140-ზე მეტი ქვეყნიდან 202 586 ადამიანმა გააკეთა. დედამიწის დატოვების მსურველების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ აღმოჩნდა - განმცხადებელი ამერიკელების რაოდენობამ სულ მსურველების 24% შეადგინა.

მარსის კოლონიზაციის ბევრი მსურველი მოიძებნა ინდოეთში (10%), ჩინეთში (6%), ბრაზილიაში (5%), დიდ ბრიტანეთში (4%), კანადაში (4%), მექსიკაში (4%), რუსეთში (4%) ფილიპინებზე (2%), ესპანეთში (2%), კოლუმბიაში (25), არგენტინაში (2%), ავსტრალიაში (1%), საფრანგეთში (1%), თურქეთში (1%), ჩილეში (1%), უკრაინაში (1%), პერუში (1%), გერმანიაში (1%), იტალიაში (1%) და პოლონეთში (1%).

ამჟამად, განცხადებების მიღება დასრულებულია. ამ წლის ბოლოს მისიის ორგანიზატორები მოხალისეების საერთო რაოდენობიდან შეარჩევენ მათ, ვინც მეორე ტურში გადავა. 2015 წელს მათგან ათ ჯგუფს შექმნიან - თითოეულში 4 ადამიანი იქნება. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა მომავალი "მარსიანელი" საგანგებო სასწავლო პროგრამას გაივლის, რის შემდეგაც მხოლოდ 4 მოხალისე აირჩევა, რომლებიც მარსზე პირველად წავლენ. მართალია ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ მოუწევთ შეეგუონ აზრს, რომ დედამიწაზე დაბრუნებას ისინი ვეღარ შეძლებენ - ტექნოლოგიები, რომლებიც მათ ამის გაკეთების შესაძლებლობას მისცემენ, უბრალოდ არ არსებობს.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ პირველი მოსახლეები მარსზე გაფრენას 2023 წელს შეძლებდნენ. მაგრამ მოგვიანებით გაშვების თარიღი 2025 წლისთვის გადაიტანეს. მოსალოდნელია, რომ წითელ პლანეტაზე პირველი ოთხი ადამიანის გაფრენა ექვსი მილიარდი დოლარი დაჯდება. რადგან Mars One არაკომერციული პროექტია, ორგანიზატორები ელოდებიან, რომ მისიის დაფინანსებას თავის თავზე სპონსორები და საქმიანი პარტნიორები აიღებენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს