ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, შესაძლოა, TV 3 დატოვოს და "ტელე-იმედზე" დაბრუნდეს, სადაც ახალ ტოქ-შოუს წაიყვანს. ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ბაია ცანავას დაუკავშირდა.
"არხზე გადმოსვლასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადა ბაია ცანავამ.
Ambebi.ge კომენტარისთვის ინგა გრიგოლიასაც დაუკავშირდა, თუმცა ჟურნალისტმა ამ თემასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება არ ისურვა. "გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარს არ ვაკეთებ", - აცხადებს გრიგოლია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგა გრიგოლია "იმედზე" ვახო სანაიას ჩაანაცვლებს; ტელეკომპანია "მაესტრო" თებერვლიდან ახალ სეზონს იწყებს და წინასწარი შეთანხმებით, ჟურნალისტი ვახო სანაია დეკემბერში "იმედზე" "ღია ეთერის" სეზონს დაასრულებს და ახალი წლიდან "მაესტროზე" გადავა. შესაძლოა, "მაესტროზე" ვახო სანაიამ ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად საინფორმაციო გამოშვება წაიყვანოს.
თეა ბითაძე, Ambebi.ge