სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლარის დევალვაციამ ხალხი გააღიზიანა და დააშინა
ლარის დევალვაციამ ხალხი გააღიზიანა და დააშინა

მო­სახ­ლე­ო­ბა ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე და პრო­დუქტზე ფა­სის ზრდა­ზე ხმა­მაღ­ლა ალა­პა­რაკ­და. ისი­ნი ამ პრო­ცესს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ ეს მათ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან და­ამ­ძი­მებს. ახა­ლი წელი ჯერ არ დამ­დგა­რა და პირ­ვე­ლა­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის პრო­დუქტზე ფა­სე­ბის ზრდა უკვე თვალ­ში სა­ცე­მია.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში, ინფლა­ცი­ის დო­ნემ 0,5 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ი­წყო. მო­სახ­ლე­ო­ბას ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბა მა­ნამ­დე არც აწუ­ხებ­და, დღეს კი ისი­ნი ლა­რის მერ­ყე­ო­ბას უკვე ღიად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ისე­დაც გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბის კი­დევ უფრო მო­მა­ტე­ბას ვერ გა­უძ­ლე­ბენ.

"კურ­სის მერ­ყე­ო­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა ინფლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი, რაც ფა­სე­ბის ზრდას იწ­ვევს. ასე­თი ცვლი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, შიშს აღ­ძრავს ჩემ­ში. ეს ორ­მა­გად სა­რის­კოა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც პრო­დუქ­ტე­ბის ფასი ისე­დაც იმა­ტებს. ხალ­ხს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, წი­ნას­წარ რამე შე­ი­ძი­ნოს, მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან უჭირს. ვი­თა­რე­ბას არ­სე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ორ­მა­გად ამ­ძი­მებს.

ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კვალს მის­დევს. ლა­რის კურ­სის და­ცე­მა ბი­უ­ჯეტს კი ავ­სებს, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის ზედ­მეტ და­ნა­ხარჯთან ასო­ცირ­დე­ბა. ისი­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რო­ბენ და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არც კი ადარ­დებთ. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ კარ­გი სი­ურპრი­ზი მოგ­ვი­წყვეს. ალ­ბათ 2014 წელს უმ­რავ­ლე­სო­ბა მში­ე­რი შეხ­ვდე­ბა", - ამ­ბობს ნა­ტა­ლი მუმ­ლა­ძე.

წინა რეს­პონ­დენ­ტის მსგავ­სად, გუ­რამ ცერ­ცვა­ძეც ლა­რის კურ­სის ვარ­დნას და პრო­დუქტზე ფა­სის ზრდას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს.

"ასე­თი არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, მით უმე­ტეს წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ, გა­არ­თუ­ლებს ჩვენს ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი პრო­დუქ­ტებ­ზე ისე­დაც გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია და რა მოხ­დე­ბა 30-31 დე­კემ­ბერს? ალ­ბათ, მი­ნი­მა­ლურ შე­ნა­ძენ­საც ვერ გა­ვა­კე­თებთ და ცა­რი­ე­ლი სუფ­რით შევ­ხვდე­ბით 2014 წელს.

ლარი მარ­თლაც ძა­ლი­ან და­ე­ცა. გვამ­შვი­დე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ფა­სე­ბი მხო­ლოდ იმ­პორ­ტი­რე­ბულ პრო­დუქტზე მო­ი­მა­ტებს. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის დიდი ნა­წი­ლი, ანუ 80% მა­ინც შე­მო­ტა­ნილ სა­ქო­ნელს უკა­ვია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­ხალ­წლოდ კარ­გს არა­ფერს ვე­ლით. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მე­ში­ნია ზამ­თრის, რა მე­დღე­სას­წა­უ­ლე­ბა", - ამ­ბობს გუ­რამ ცერ­ცვა­ძე.

მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პრო­დუქტზე ფა­სის ზრდა დო­ლა­რის გამ­ყა­რე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ამას­თან ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ძი­რი­თად სა­ქო­ნელ­ზე ფასი კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

"ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შექ­მნას ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს. ჯერ დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სია და პრო­დუქ­ტე­ბი ისეა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი, რომ ვე­რა­ფერს გა­ე­კა­რე­ბი. ნი­გოზ­ზე და გოჭზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. შარ­შან თუ ხორ­ცის ფასი 12-13 ლარი იყო, ამ ახალ წელს მისი ფასი ისეთ მა­ღალ ნიშ­ნულს მი­აღ­წევს, რომ ვერც კი შევწვდე­ბით. ასე რომ, ბევ­რი 2014 წელს მო­მავ­ლის იმე­დი­თა და ცა­რი­ე­ლი ჯი­ბით შეხ­ვდე­ბა", _ ამ­ბობს საბა გო­გი­ნაშ­ვი­ლი.

მთავ­რო­ბა­ში და ეროვ­ნულ ბან­კში მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად კურ­სის ასე­თი რყე­ვი­სა, ისი­ნი სა­გან­გა­შოს და სა­პა­ნი­კოს ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ და ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ბანკს აქვს შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ლა­რის კურ­სის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად და ყვე­ლა­ფერს სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რით ხსნი­ან. ამ გან­ცხა­დე­ბას უნ­დობ­ლად უყუ­რებს თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ამ ხუ­ციშ­ვი­ლი. მას არ­სე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ეჭ­ვოდ მი­აჩ­ნია და აში­ნებს.

"ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს პრო­დუქტზე ფა­სის მა­ტე­ბას. ეს პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია. მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს ხალ­ხის ოფი­ცი­ა­ლურ ძარ­ცვას, ანუ ღა­რი­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა მდიდ­რე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა. აბა, სხვა რა უნდა და­არ­ქვა, რაც ახლა ხდე­ბა. ხალ­ხს გვა­ტყუ­ე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბა სე­ზო­ნურ ფაქ­ტორ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლიო. თუკი ასეა, ნება იბო­ძონ და გან­გვი­მარ­ტონ, რას გუ­ლის­ხმო­ბენ.

მაშ­ფო­თებს ის ფაქ­ტი, რომ ახა­ლი წელი ჯერ არ დამ­დგა­რა და ბა­ზარ­ში პრო­დუქტს უკვე მა­ღა­ლი ფასი ადევს. რა გვეშ­ვე­ლე­ბა ხალ­ხს, არ ვიცი. მე­ში­ნია, ცხოვ­რე­ბა კი­დევ მე­ტად არ გარ­თულ­დეს. თუ ლარი გა­უ­ფა­სურ­და და სურ­სა­თი გაძ­ვირ­და, კარ­გს რა­ღას უნდა ვე­ლო­დოთ? ახლა ბევ­რს თა­ვის რჩე­ნაც კი უჭირს. არის საფრ­თხე იმი­სა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა", - ამ­ბობს მა­რი­ამ ხუ­ციშ­ვი­ლი.

"რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აი­სა­ხა ეს ცვლი­ლე­ბა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ზე. რო­გორც ჩანს, მო­სახ­ლე­ო­ბა ლა­რის კურ­სის და­ცე­მას არ მო­ე­ლო­და და ისი­ნი ამ ფქატს არც ისე მშვი­დად შეხ­ვდნენ.

პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ვა­ლუ­ტის გა­დამცლ­ველ პუნ­ქტებ­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ლა­რის კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ შიში და დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა. ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კი დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. ვა­ლუ­ტით მო­ვაჭ­რე­ებს ზუს­ტი ციფ­რის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირთ, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მა­ტე­ბა 40%-ის ფარ­გლებ­შია.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლარის დევალვაციამ ხალხი გააღიზიანა და დააშინა

ლარის დევალვაციამ ხალხი გააღიზიანა და დააშინა

მოსახლეობა ლარის გაუფასურებაზე და პროდუქტზე ფასის ზრდაზე ხმამაღლა ალაპარაკდა. ისინი ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს მათ სოციალურ მდგომარეობას ძალიან დაამძიმებს. ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე ფასების ზრდა უკვე თვალში საცემია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში, ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი შეადგინა.

დოლარის გაძვირებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. მოსახლეობას ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მანამდე არც აწუხებდა, დღეს კი ისინი ლარის მერყეობას უკვე ღიად აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ წინასაახალწლოდ ისედაც გაზრდილი ფასების კიდევ უფრო მომატებას ვერ გაუძლებენ.

"კურსის მერყეობის შედეგად წარმოიქმნება ინფლაციური პროცესი, რაც ფასების ზრდას იწვევს. ასეთი ცვლილება, რა თქმა უნდა, შიშს აღძრავს ჩემში. ეს ორმაგად სარისკოა წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც პროდუქტების ფასი ისედაც იმატებს. ხალხს არ აქვს საშუალება, წინასწარ რამე შეიძინოს, მოსახლეობას ფინანსურად ძალიან უჭირს. ვითარებას არსებული არასტაბილური მდგომარეობა ორმაგად ამძიმებს.

ეს ხელისუფლებაც "ნაციონალების" კვალს მისდევს. ლარის კურსის დაცემა ბიუჯეტს კი ავსებს, მაგრამ ოჯახისთვის ზედმეტ დანახარჯთან ასოცირდება. ისინი საკუთარ თავზე ფიქრობენ და გაჭირვებული ადამიანები არც კი ადარდებთ. წინასაახალწლოდ კარგი სიურპრიზი მოგვიწყვეს. ალბათ 2014 წელს უმრავლესობა მშიერი შეხვდება", - ამბობს ნატალი მუმლაძე.

წინა რესპონდენტის მსგავსად, გურამ ცერცვაძეც ლარის კურსის ვარდნას და პროდუქტზე ფასის ზრდას უარყოფითად აფასებს.

"ასეთი არასტაბილური ვითარება, მით უმეტეს წინასაახალწლოდ, გაართულებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას. ამ პერიოდში ფასები პროდუქტებზე ისედაც გაორმაგებულია და რა მოხდება 30-31 დეკემბერს? ალბათ, მინიმალურ შენაძენსაც ვერ გავაკეთებთ და ცარიელი სუფრით შევხვდებით 2014 წელს.

ლარი მართლაც ძალიან დაეცა. გვამშვიდებენ და ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქტზე მოიმატებს. დღეს საქართველოს ბაზრის დიდი ნაწილი, ანუ 80% მაინც შემოტანილ საქონელს უკავია. აქედან გამომდინარე, საახალწლოდ კარგს არაფერს ველით. მე პირადად ძალიან მეშინია ზამთრის, რა მედღესასწაულება", - ამბობს გურამ ცერცვაძე.

მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ პროდუქტზე ფასის ზრდა დოლარის გამყარებასთან არის დაკავშირებული და ამასთან ახალი წლის მოახლოება არაფერ შუაშია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საახალწლო დღეებში ძირითად საქონელზე ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

"ბუნებრივია, საახალწლო განწყობის შექმნას ოჯახის ბიუჯეტი განაპირობებს. ჯერ დეკემბრის დასაწყისია და პროდუქტები ისეა გაძვირებული, რომ ვერაფერს გაეკარები. ნიგოზზე და გოჭზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შარშან თუ ხორცის ფასი 12-13 ლარი იყო, ამ ახალ წელს მისი ფასი ისეთ მაღალ ნიშნულს მიაღწევს, რომ ვერც კი შევწვდებით. ასე რომ, ბევრი 2014 წელს მომავლის იმედითა და ცარიელი ჯიბით შეხვდება", _ ამბობს საბა გოგინაშვილი.

მთავრობაში და ეროვნულ ბანკში მოსახლეობისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. მიუხედავად კურსის ასეთი რყევისა, ისინი საგანგაშოს და საპანიკოს ვერაფერს ხედავენ და ირწმუნებიან, რომ ბანკს აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი ლარის კურსის დასაბალანსებლად და ყველაფერს სეზონური ფაქტორით ხსნიან. ამ განცხადებას უნდობლად უყურებს თბილისში მცხოვრები მარიამ ხუციშვილი. მას არსებული არასტაბილური მდგომარეობა საეჭვოდ მიაჩნია და აშინებს.

"ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვევს პროდუქტზე ფასის მატებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მთავრობა ახორციელებს ხალხის ოფიციალურ ძარცვას, ანუ ღარიბების მეშვეობით ხდება მდიდრების შემოსავლების ზრდა. აბა, სხვა რა უნდა დაარქვა, რაც ახლა ხდება. ხალხს გვატყუებენ და ამბობენ, რომ ვალუტის კურსის ცვლილება სეზონურ ფაქტორთან არის დაკავშირებულიო. თუკი ასეა, ნება იბოძონ და განგვიმარტონ, რას გულისხმობენ.

მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და ბაზარში პროდუქტს უკვე მაღალი ფასი ადევს. რა გვეშველება ხალხს, არ ვიცი. მეშინია, ცხოვრება კიდევ მეტად არ გართულდეს. თუ ლარი გაუფასურდა და სურსათი გაძვირდა, კარგს რაღას უნდა ველოდოთ? ახლა ბევრს თავის რჩენაც კი უჭირს. არის საფრთხე იმისა, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება", - ამბობს მარიამ ხუციშვილი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, როგორ აისახა ეს ცვლილება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე. როგორც ჩანს, მოსახლეობა ლარის კურსის დაცემას არ მოელოდა და ისინი ამ ფქატს არც ისე მშვიდად შეხვდნენ.

პეკინის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცლველ პუნქტებში განგვიცხადეს, რომ მოსახლეობას ლარის კურსის ცვალებადობამ შიში და დისკომფორტი შეუქმნა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ვალუტით მოვაჭრეებს ზუსტი ციფრის დასახელება უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მატება 40%-ის ფარგლებშია.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ