გიორგი მარგველაშვილი - უაღრესად მოხარული ვიქნებოდით, თუ უკრაინაც იმავე გზით ივლიდა, რა გზითაც მიდიან საქართველო და მოლდოვა

გიორგი მარგველაშვილი - უაღრესად მოხარული ვიქნებოდით, თუ უკრაინაც იმავე გზით ივლიდა, რა გზითაც მიდიან საქართველო და მოლდოვა

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ვითარება კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე დასრულდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამის წინაპირობები არსებობს და ეს არის საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევა პროცესში.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეეცადოს და პროცესი დიალოგის გზით წარმართოს. ჩვენ უაღრესად მოხარული ვიქნებოდით, თუ უკრაინაც იმავე გზით ივლიდა, რა გზითაც ფაქტობრივად მიდიან საქართველო და მოლდოვა, მაგრამ ამავდროულად, პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს. ჩვენთვის უკრაინის ყველა მოქალაქე, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, უაღრესად ფასეულია. ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და იმედი გვაქვს, ყველაფერი დამშვიდდება კონფლიქტისა და დაძაბულობის გარეშე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა