სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვიქტორია ნულანდი - უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო
ვიქტორია ნულანდი - უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბას იმე­დოვ­ნებს. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­შემ­წემ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა კი­ევ­ში, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აშშ და ევ­რო­კავ­ში­რი ასე­ვე იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

ამას­თან, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­თან მისი შეხ­ვედ­რა პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო.

"ჩვენ პრო­დუქ­ტი­უ­ლი შეხ­ვედ­რა გვქონ­და. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა კი­ევ­ში, პროფ­კავ­ში­რე­ბის სახ­ლში ოპო­ზი­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­თან შეხ­ვედ­რა­საც გეგ­მავს.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩს ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კეტ­რინ ეშ­ტო­ნი დღეს შეხ­ვდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვიქტორია ნულანდი - უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

ვიქტორია ნულანდი - უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა პროდუქტიული იყო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას იმედოვნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა კიევში, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი ასევე იმედოვნებენ, რომ უკრაინაში ეკონომიკური ვითარება სტაბილური იქნება.

ამასთან, ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინული ოპოზიციის ლიდერებთან მისი შეხვედრა პროდუქტიული იყო.

"ჩვენ პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდება", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა კიევში, პროფკავშირების სახლში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრასაც გეგმავს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი დღეს შეხვდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა