წელს აივ-შიდსის 460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს აივ-შიდსის 460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წელს აივ-შიდსის 460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრენსიუსს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია ცინცაძემ აცნობა, 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე შიდსის ვირუსით ინფიცირების 460 შემთხვევაა რეგისტირებული. სულ რეგისტრირებულია 4094 პაციენტი, რომელთა შორის 3004 მამაკაცია და 1090 ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2479 პაციენტს, მათ შორის 888 გარდაიცვალა. აივ მკურნალობას იტარებს 1730 პაციენტი, მათ შორის 41 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: 51.4 % (2102) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 40.1 % (1646) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 5.0 % (206) - ჰომო-ბისექსუალური კონტაქტით; 2.0 % (81) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (22) - სისხლის რეციპიენტია; 0.9 % (37) გადაცემის გზა კი დაუდგენელია.

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1435 შემთხვევა, მათგან 80 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი), მეორე ადგილზეა სამეგრელო 581 (აქედან ზუგდიდში - 426), აჭარაა 476, (ბათუმში – 314), იმერეთი 545, (ქუთაისში 284) აფხაზეთი (305), კახეთი (180) ქვემო ქართლი (192), შიდა ქართლი (127), გურია (85), ფოთი (64), სამცხე-ჯავახეთი (45) და ა. შ.

მაია ცინცაძის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2007 წელს გამოვლინდა 344 ახალი შემთხვევა; 2008 წელს _ 351, 2009 წელს _ 385; 2010 წელს _ 455, 2011 წელს - 424 ახალი შემთხვევა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია