მცხეთაში, მე-12 საუკუნის ძეგლს, ბებრის ციხეს პირველადი გადაუდებელი სამუშაოები უტარდება. სპეციალისტები ბებრის ციხის გადარჩენის I ეტაპზე ციხის ჩრდილოეთ კედლის, როგორც ყველაზე დაზიანებული ნაწილის გამაგრება-აღდგენაზე მუშაობენ. ციხეზე მიმდინარე პირველად სამუშაოებზე 50 000 ლარი იხარჯება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციხეზე მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება და ძეგლი ნალექისა და უამინდობის გამო აღარ დაზიანდება. "სამუშაობის წარმოების ხარისხი მკაცრად კონტროლდება ეროვნული სააგენტოს ახლადშექმნილი ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ" - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ ბებრის ციხე 2009 წელს მეწყერის შედეგად დაზიანდა.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი