დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია

დიდთოვლობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც გზას მუდმივ რეჟიმში წმენდს. უწყების ცნობით, საყურადღებოა, რომ ინტესნიური თოვის გამო, გზის საფარი სველდება, რისი გათვლისწინებითაც, მოცურების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებმა გამართული მანქანებით, კარგი საბურავებით უნდა იმოძრაონ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ითოვებს ღამითაც. მოცურებისა და გზებზე პრობლემების შექმნის თავიდან აცილების მიზნით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ56 მონაკვეთში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევდრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ36 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო კმ36-კმ56 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია